fbpx

როგორ მოვუაროთ ბიგლის

ბიგლი-მისი უსაყვარლესი მზერა წამიერად გაყვარებთ თავს და თქვენც მზად ხართ იმისათვის, რომ ამ სილამაზეს ყოველ დღე თქვენს სახლში ხედავდეთ, მაგრამ ხართ თუ არა მზად იმისთვის, რომ მის ჯანსაღ და ბედნიერ ცხოვრებას თქვენი დროის უმეტესი ნაწილი მიუძღვნათ?

გარდა იმისა, რომ (როგორც ყველა ძაღლს), მას საუკეთესო საკვები უნდა მისცეთ და ვეტერინართან რეგულარულად ატაროთ, დღეში მინიმუმ 3-ჯერ მაინც უნდა გაასეირნოთ, რათა მოზღვავებული ენერგია დახარჯოს, რომ ღამით მშვიდად დაიძინოს.

როცა საქმე გრუმინგს ეხება, ბიგლის მოვლა ამ მხრივ, სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ბიგლს ახასიათებს მოკლე და სქელი ბეწვი, მაინც ხშირია ამ ჯიშის ძაღლებში საფარის ცვენა. ამის თავიდან ასაცილებლად, მინიმუმ კვირაში ერთხელ საჭიროა დავარცხნოთ თქვენი მეგობარი და ბეწვები თქვენს სავარძელზე საგრძნობლად შემცირდება. მისი დაბანა თვეში ერთხელაა რეკომენდირებული, რადგან ცხიმი, რომელიც უჩნდება საფარზე, აუცილებელია მისი კანისა და ბეწვისთვის.

საფრთხეს ბიგლისთვის ჩამოკიდებული ყურების წარმოადგენს – ამ ჯიშის ძაღლებში ხშირია ყურის ინფექციები, ამის თავიდან ასარიდებლად, სასურველია პროფესიონალებს მიმართოთ მისი ყურების მოწესრიგებისთვის. ბიგლის ბრჭყალების მოწესრიგება ასევე რეგულარულადაა საჭირო, რომ თავიდან აიცილოთ მისი მექანიკური დაზიანება.

 

 

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა