fbpx

როგორ მოვუაროთ პუდელს?

მიიჩნევა, რომ პუდელი, გარდა მომხიბვლელობისა, ასევე ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ჯიშია, რომელიც პატრონის ბრძანებებს ორიოდე გამეორების შემდეგ იმახსოვრებს და ასრულებს. სწორედ ეს გახდა მიზეზი მათი საცირკო ხელოვნებაში ჩართვისა. მხიარული და ხმაურიანი, პუდელი აუცილებლად გაგებუტებათ, თუ მას ყურადღებას მოაკლებთ და ოჯახურ ცხოვრებაში აქტიურად არ ჩართავთ.

პუდელის პოპულარობა XIII საუკუნიდან მოდის, და მას ნადირობისას მოკ­ლუ­ლი წყლის ფრინ­ვე­ლის პატ­რონ­თან მი­ტანისათვს იყენებდნენ იმ დრინდელ გერმანიასა და საფრანგეთში – ცურვა პუდელის უმთავრესი მისია იყო. შესაბამისად, მათ როგორც წესი, მოკლედ კრეჭდნენ, რათა მის მძიმე ბეწვს ცურვისას ხელი არ შეეშალა. ხოლო კიდურებზე, კუდსა კისერზე კი უტოვებდნენ ბეწვს, სითბოს შესანარჩუნებლად.

დღესდღეობით, პუდელების გავრცელებულ ბატკანივით ვარცხნილობას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მარტივად მოსავლელია. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბეწვზე ალერგია აქვს, მაგრამ ძალიან უნდა შინაური ცხოველი ყავდეს, პუდელი იდეალური გამოსავალია – მათ უხეში, ხვეული და სქელი ბეწვი ფაქტიურად არ ცვივათ.

გრუმინგს რაც შეეხება, პუდელი უნ­და აბა­ნა­ოთ რე­გუ­ლა­რუ­ლად და ექ­ვს-რვა კვი­რა­ში ერ­თხელ გაკ­რი­ჭოთ. აუცილებელია კბილების ჰიგიენის დაცვა და ყურების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი, მათი ზედმეტი თმის, გოგირდისა და ტკიპებისაგან სწორად გაწმენდა.

პუდელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-18 წელია.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა