fbpx

როგორ მოვუაროთ სპანიელს?

საქართველოში სპანიელი ძალიან პოპულარული ჯიშია. ყველაზე ხშირად გვხვდება ამერიკული კოკერ სპანიელი, ინგლისური კოკერ სპანიელი, ინგლისური სპრინგერ სპანიელი და რუსული სანადირო სპანიელი. ასევე არსებობს სპანიელის დეკორატიული ქვეჯიშები, მაგალითად კლამბერ სპანიელი, კინგ ჩარლზ სპანიელი და ფილდ სპანიელი, რომლებიც შედარებით იშვიათად გვხვდება.

სპანიელი დიდი ყურადღებით სარგებლობს მონადირეებში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფრინველზე ნადირობს. ამ ჯიშის ძაღლებს ვერ აშინებთ გაუვალი ბუჩქები, ვერც ჭაობი, ტბა თუ მდინარე. სპანიელს ახასიათებს ძალიან კარგი ყნოსვა, მიზანსწრაფული ძებნის მანერა, ასევე გამოირჩევა ამტანობით და შეუძლია არა მარტო ფრინველის ძებნა, არამედ მოპოვებული ფრინველის მოტანაც.

მხიარული და მეგობრული ხასიათის გამო, სპანიელებს ხშირად ირჩევენ ოჯახის მეგობრებად. სპანიელი ჭკვიანი, გულისხმიერი, ხალისიანი, და მოსიყვარულე ძაღლია. იგი მოითხოვს ყურადღებას და იმაზე მეტად არაფერი ახარებს, ვიდრე საყვარელ ოჯახთან, და ზოგადად, ადამიანებთან ერთად ყოფნა. მას ძალიან უყვარს ბავშვებთან თამაში – გადაგდებული ნივთების მოტანა ან თუნდაც უბრალოდ ეზოში ხეტიალი. ძაღლის ეს ჯიში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა შესაფერისი.

სპანიელი საკმაოდ აქტიური და ენერგიულია, ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური ვარჯიში. თავისი მცირე ზომის წყალობით, იგი კარგად ეგუება ქალაქისა და ბინაში ცხოვრების პირობებს, თუმცა სჭირდება სივრცე, სადაც ირბენს და ითამაშებს. სასურველია კოკერს ჰქონდეს პატარა ეზო, სადაც მიეცემა თამაშის საშუალება. მას ძალიან უყვარს სირბილი და გარემოს შესწავლა.

კოკერ სპანიელის ზოგიერთ პატრონს ურჩევნია მის სპანიელს გრძელი ბეწვი ჰქონდეს, ამიტომ ყოველდღე ვარცხნის და ხშირად აბანავებს, ზოგიერთი კი მოკლე ბეწვს ამჯობინებს. ამ ჯიშის ძაღლს რეგულარული მოვლა სჭირდება, ბეწვის სიგრძის მიუხედავად. ჯაგრისით ვარცხნისას ფრთხილად იყავით, რომ აბრეშუმივით ბეწვი არ დაუზიანოთ. გასეირნებისას კი მოარიდეთ ბუჩქნარს და მყისიერად მოაშორეთ მიკრული ბალახი, გამხმარი ფოთლები და სხვა.

ყველა სხვა ჯიშის მსგავსად, სპანიელები რეგულარულ, პროფესიონალურ გრუმინგს თვეში ერთხელ საჭიროებენ, რათა დიდი, დაკიდებული ყურების გამო, არ ხდება მათი სათანადოდ განიავება და შესაძლოა ისინი პარაზიტების, კერძოდ კი ყურის ტკიპების ბუდედ იქცეს.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა