fbpx

როგორ მოვუაროთ პომერანულ შპიცს

პომერანული შპიცი მე-19 საუკუნეში გამოიყვანეს და მცირე ზომის მიუხედავად, ძლიან წააგავს მასზე ბევრად დიდ, შპიცის ჯიშის მარხილის გამწევ ძაღლებს.  პომერანული შპიცი კომპანიონობისთვისაა შექმნილი, მაგრამ მწყემსობასა და დარაჯობასაც კარგად ართმევს თავს – მისი ხმამაღალი ყეფა აუცილებლად შეგატყობინებთ საფრთხეს. ისინი ადვილად აღგზნებადები არიან, მაგრამ მალევე მშვიდდებიან და ხდებიან დამჯერები. თუკი ლეკვობიდანვე არ გადააჩვევთ, მისი ყეფა შესაძლოა პრობლემადაც გექცეთ. პომერანული შპიცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12-16 წელია.

თუკი პომერანული შპიცის კბილებს სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, ადრე დასცვივდება. ასევე დიდ ყურადღებასა და რეგულარულ, პროფესიონალურ მოვლას მოითხოვს თვალები და ყურები. მისი ხშირი, ორმაგი ბეწვის საფარი სპეციალურ გამოვარცხნას საჭიროებს – ამოსვლის საწინააღმდეგო მიმართულებით კუდიდან თავისკენ, რაც საკმაო ენერგიას მოითხოვს.

პომერანულ შპიცს არ სჭირდება დიდი სივრცე სარბენად, მაგრამ ძალიან უყვარს სეირნობა და მსუბუქი ვარჯიში.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა