აღწერა
ნატურალური საცხი გამოიყენება თათების, დრუნჩისა და იდაყვების კანის
სიმშრალის, აქერცლვის, გაუხეშების სამკურნალოდ, ხელს უწყობს კანის ღრმა
დატენიანებას, ნაკაწრებისა და ნახეთქების შეხორცებასა და კანის
მთლიანობის სწრაფ აღდგენას.
გამოყენების წესი: წაუსვით თქვენს ძაღლს თათების ბალიშებზე და თითებს
შორის, მცირე რაოდენობით, 2 – 3 დღეში ერთხელ და მსუბუქად შეაზილეთ.
ზამთარში გამოიყენეთ უფრო ხშირად.
გაღიზიანებული ან დაზიანებული კანის მოვლისათვის, უმჯობესია საცხის
წასმა საღამოობით, წინასწარ გასუფთავებულ თათებზე.
საცხი სწრაფად იწოვება, არ ტოვებს ცხიმიან ლაქებს.
შემადგენლობა: ქოქოსის ზეთი, შიის კარაქი,ზეითუნის ზეთი, ქართული
ფუტკრის ცვილი, ნატურალური E ვიტამინი, გულყვითელას და გვირილის
ზეთოვანი ექსტრაქტები.
საცხი არ იწვევს ალერგიას, არ შეიცავს ქიმიურ ან ტოქსიკურ დანამატებსა და
გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
არ დატოვოთ მზეზე
საცხი ვარგისია გახსნიდან 18 თვე