fbpx

როგორ მოვუაროთ ახალშობილ ლეკვებს

ახალშობილი-ლეკვები

თუ თქვენი ძაღლი ორსულადაა, ამ პოსტში გაეცნობით იმ მინიმალურ ინფორმაციას, რომლის ცოდნაც დაგეხმარებათ ლეკვებზე ზრუნვაში მათი დაბადებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში.

ეს ყველაზე ფაქიზი და საფრთხილო პერიოდია ყველა ცოცხალი არსებისთვის. პირველი 14 დღის განმავლობაში ლეკვებს არ ესმით, არ აქვთ მხედველობა და ვერ არეგულირებენ თავიანთი სხეულის ტემპერატურას. მათი არსებობა მთლიანად დამოკიდებულია დედაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინსტიტუციურადვე უტარებს მათ ყველა საჭირო „პროცედურას“. თუმცა, თუკი ლეკვები დედისგან განცალკევებით არიან, ან შეამჩნევთ, რომ თქვენს ძაღლს დახმარება სჭირდება – დროა იმოქმედოთ. აუცილებელია ახალშობილი ლეკვების ნესტოებისა და პირის გაწმენდა სუფთა, მშრალი ნაჭრით (უმჯობესია სტერილური მასალა გამოიყენოთ, ასეთის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში). აუცილებლად გულდასმით გაამშრალეთ ლეკვები და მკერდზე ნაზი ხახუნით მოახდინეთ მათი სუნთქვის სტიმულირება. რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელია, უმჯობესია ეს ყველაფერი ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ გააკეთოთ.

ახალშობილი ლეკვები პრაქტიკულად მთელ დროს ჭამასა და ძილში ატარებენ. შეარჩიეთ  თბილი, მშვიდი კუთხე თქვენს სახლში და მოუმზადეთ კომფორტული მოსასვენებელი ადგილი. უმჯობესია, თუკი დედასა და ახალშობილ ლეკვებს მშობიარობის ადგილზევე დატოვებთ. მათთვის უსაფრთხო სივრცის მოწყობა შეგიძლიათ მუყაოს ყუთისა და სუფთა, რბილი პირსახოცების გამოყენებით.

აკონტროლეთ ჰაერის ტემპერატურა, რადგან ახალშობილები ძალიან მგრძნობიარე არიან სიცივის მიმართ. საჭიროების შემთხვევაში, მეტი სითბოსთვის შეგიძლიათ ინკანდესენტური ნათურა გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ ნათურა მოათავსოთ საკმარისად მაღლა იმისათვის, რომ ლეკვებმა ვერ შეძლონ მასთან მიახლოება და თავიდან აირიდოთ შესაძლო დამწვრობა.

აკონტროლეთ ლეკვების კვება – დარწმუნდით, რომ ისინი საკმარისად წოვენ დედის რძეს. 15 დღის ასაკში, მათ უნდა გააორმაგონ დაბადების წონა.

და ბოლოს, რა თქმა უნდა გაგიჭირდებათ პროფესიონალივით იმოქმედოთ, ამაში განსაკუთრებით თქვენი ემოციური ფონი შეგიშლით ხელს. შესაბამისად, თუკი გაქვთ საშუალება, უმჯობესია მშობიარობის დაწყებისას დაუკავშირდეთ ვეტერინარს და მისი მითითებები გაითვალისწინოთ.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა