Blog
გრუმერის ასისტენტის ვაკანსია

Groom.ge-ში გრუმერის ასისტენტის ვაკანსიაა!
აუცილებელი მოთხოვნაა, რომ პოტენციურ ასისტენტს ძალიან უყვარდეს ცხოველები, იცოდეს როგორ მოეპყრას მათ და შეუქმნას სტრესისგან თავისუფალი გარემო. მსგავს სფეროში არსებული სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ასისტენტის მოვალეობები:
- ძაღლების / კატების დაბანა და გაშრობა
- გამოვარცხნა (არასასურველი ბეწვის მოშორება)
- ყურებისა და ბრჭყალების მოწესრიგება
ჩვენი გამოცდილი გრუმერები შერჩეულ კანდიდატს ადგილზე შეასწავლიან ცხოველებისთვის ვარცხნილობის გაკეთებას და დაეხმარებიან კვალიფიკაციის ამაღლებაში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: [email protected]