რას მიგვანიშნებს ძაღლის მადის ცვალებადობა

ყველა ძაღლისა და მისი პატრონის ურთიერთობა ინდივიდუალურია. თქვენ გაქვთ თქვენი უნიკალური რიტუალები, რომელსაც ჭამის წინ ასრულებთ – იქნება ეს ხელის კონკრეტული მოძრაობა თუ ხმოვანი სიგნალი, თუმცა ჯამში საკვების ჩაყრის ხმაზე ყველა ერთნაირი სიხარულით რეაგირებს. თუმცა, იცოდით, რომ თუკი თქვენი ძაღლი ჭამის ჩვევას იცვლის, ეს შესაძლოა რამეს განიშნებდეთ?

მადის დაქვეითებას ან კვების შემცირება სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. უმეტეს შემთხვევაში, ეს მიზეზები საყურადღებოა, მათ შორისაა:

  • ფარული ინფექცია, ტკივილი
  • სტრესი, გარემოს ცვლილებები, რუტინის ან დიეტის შეცვლა
  • მედიკამენტების გვერდითი მოვლენები
  • ქრონიკული დაავადებები – თირკმლის, კუჭისა თუ გულის პრობლემები

მიზეზის მიუხედავად, აუცილებელია მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა საკვების შემცირებამ დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას თქვენს ოთხფეხა მეგობარს. ხშირად, როდესაც მათ მადის ცვლილებას ვატყობთ, ჩვენს საკვებს ვთავაზობთ – და ჭამის შემთხვევაში მშვიდად ვართ, რომ „ცარიელი კუჭით“ არ დავტოვეთ ჩვენი ძაღლი. თუმცა, ეს გამოსავალი არაა, რადგან ადამიანის საკვები არ იძლევა ცხოველისთვის დაბალანსებულ რაციონს, რაც აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის.

კვებითი ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა ასაკოვანი ძაღლებისთვის. მცირე ცვლილების შემთხვევაშიც კი, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს, რომ თავიდან აიცილოთ სისუსტე და სტრესი, და დარწმუნდეთ, რომ თქვენს ოთხფეხა მეგობარს აქვს საკმარისი ენერგია, დაიცვას ორგანიზმი ავადმყოფობისა და ინფექციებისგან.

კალათა