მითები და რეალობა ძაღლების შესახებ

ხშირად მოგვისმენია სხვადასხვა მითი ძაღლების შესახებ, რომლებიც ან არ არის მეცნიერულად დადასტურებული, ან პირიქით, დამტკიცებულია, რომ მცდარია. მათ შორის ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ძაღლის თბილი ცხვირი მისი ავადმყოფობის ნიშანია. ეს მითი ხშირად იწვევს ახალბედა პატრონების შფოთვას, რადგან საქმე მათი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობას ეხება. სინამდვილეში კი, თბილი ცხვირი იმის ნიშანია, რომ ძაღლს ცოტა ხნის წინ ეძინა, ძილის დროს კი მათი ხსეულის ტემპერატურა, და შესაბამისად ცხვირისაც, მატულობს.

აქვე გაითვალისწინეთ, რომ თუ თბილთან ერთად ცხვირი მშრალი და აქერცლილია, ხოლო ძაღლმა მადა დაკარგა და მოიწყინა, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც მეცნიერულად დადასტურებული არ არის, ძაღლების მხედველობას ეხება. ამბობენ, რომ ისინი ფერებს ვერ არჩევენ, მაგრამ რეალური ექსპერიმენტები საპირისპიროს ამტკიცებენ – ძაღლები, პატრონის დაკარგვის შემთხვევაში თავდაპირველად ადამიანებთან მიდიან, რომელებსაც მათი პატრონების მსგავსი ფერის სამოსი აცვიათ.

ყურების მოჭრის ტრადიციას ბევრი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ უყურო ძაღლები უფრო ავები ხდებიან. ძაღლის, უმეტესად ნაგაზის, ყურების კუპირება დამკვიდრდა მხოლოდ ერთადერთი მარტივი  მიზეზით – გარეულ მტაცებელ ცხოველებთან შეხვედრისას, ყურები ძაღლისთვის დაუცველ ადგილს წარმოადგენს, რაც მის მოწინააღმდეგეს ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. ხშირად ყურების მოჭრას იმ მიზეზსაც უკავშირებენ, რომ მეცხვარე ძაღლს ასე უფრო მარტივად არჩევს ყურებდაცქვეტილი მგლისგან.

თქვენ რა მითი გსმენიათ შინაური ცხოველების შესახებ?

კალათა