fbpx

პეკინესის მოვლა

პეკინესი ჩინეთში უხსოვარი დროიდან ითვლებოდა დიდგვაროვანების საყვარელ ჯიშად, შესაბამისად ძალიან განებივრებული და დაფასებული იყო იმპერატორის კარზე, სადაც ხშირად პატარა ზომის გამო სამოსის სახელოში ჩასმულებს დაატარებდნენ. მცირე ზომის მიუხედავად, პეკინესი ძალიან კარგი მოდარაჯეა და გამორჩეულია ერთგულებითა და სიმამაცით.

ძალიან მნიშვნელოვანია პეკინესის გრძელი, ორმაგი ბეწვის ყოველდღიური ვარცხნა. დამატებით ზრუნვას მოითხოვს უკანა კიდურების საფარი, რომელიც ხშირად ყველაზე მეტად ჭუჭყიანდება და ითელება. აუცილებელია თვეში ერთხელ პროფესიონალური გრუმინგი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.

სხვა მოკლეცხვირიანი ჯიშების მსგავსად, პეკინესებს ხშირად სუნთქვის პრობლემები აწუხებთ და შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო. ასევე დიდ ყურადღებას მოითხოვს თვალები, რომლებიც ამობურცული ფორმის გამო შესაძლოა მარტივად დაზიანდეს.

პეკინესის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 13-15 წელია.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა