რა საფრთხეებს შეიცავს ჩახვეული ბეწვი და რა არის სწორი გამოსავალი ამ დროს

დიდბეწვიანი ძაღლების მუდმივი ვარცხნა და გრუმინგი აუცილებელია, რადგან მარტივად ეხვევათ ბეწვი. ჩახვეულმა ბეწვმა კი, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ცხოველის ჯანმრთელობას. პრობლემდება ვარცხნა და ბეწვის შიდა ფენებს საერთოდ ვერაფერს უშვება სავარცხელი. ეგ კი, სხვათაშორის, თვალისთვის ფაქტობრივად უხილავია და ხშირად პროფესიონალი ხედავს მარტო, ისეა. აი, თათებში, თითებს შორის მაგალითად…

შესაძლო საფრთხეები რაც ცხოველს შეიძლება დაემართოს:

კანის გაღიზიანება და ანთება – კვანძები კანთან ძალიან ახლოს იკვრება, ქაჩავს მას და მუდმივ დისკომფორტს უქმნის ძაღლს მოძრაობისას. კანი იჭიმება, წითლდება და იწყება ანთებითი პროცესები.

ინფექციების კერა (ტენიანი დერმატიტი) – აბურდულ ბეწვში ჰაერი საერთოდ არ მოძრაობს. თუ ძაღლი დასველდა ( და არ გაშრა სათანადოდ ), ბეწვი დიდხანს ინარჩუნებს ტენიანობას. ეს ქმნის იდეალურ გარემოს ბაქტერიებისა და სოკოს გასამრავლებლად.

პარაზიტები – ჩახვეული ბეწვი საუკეთესო სამალავია რწყილების, ტკიპებისა და სხვა პარაზიტებისთვის. ასეთ დროს მათი შემჩნევა და მოშორება თითქმის შეუძლებელია.

ტკივილი და შეზღუდული მოძრაობა – თუ კვანძები იღლიებში, ყურების უკან ან თათებს შორის არის, ძაღლს ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ან თავის გაქნევაზე ბეწვი ექაჩება, რაც ძლიერ ტკივილს იწვევს.

სისხლის მიმოქცევის დარღვევა – ძალიან მჭიდროდ გადაბმულმა კვანძებმა შეიძლება შეაფერხოს სისხლის მიწოდება კანის კონკრეტულ უბნებზე.

როდესაც ბეწვი ძლიერ არის ჩახვეული და კანთან ახლოსაა გადაბმული, მისი ჩამოვარცხნის მცდელობა ხშირად არასწორია. აი, რატომ არის გადაპარსვა ჰუმანური და სწორი გამოსავალი:

ძლიერი კვანძის ჩამოვარცხნა წარმოუდგენლად მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესია. ძაღლისთვის ეს უდიდესი სტრესია, რამაც შეიძლება მომავალში გრუმინგის მიმართ შიში ჩამოუყალიბოს. გადაპარსვა კი სწრაფად ათავისუფლებს მას ამ ტვირთისგან.

კანის დაზიანების თავიდან აცილება – ვარცხნის დროს (თუნდაც სპეციალური კვანძმჭრელებით) დიდია კანის გაკაწვრის ან გაგლეჯვის რისკი, რადგან კანი კვანძთან ერთად არის აზიდული. ჩნდება სისხლჩაქცევები.

კანის „სუნთქვის“ აღდგენა – გადაპარსვის შემდეგ კანი მაშინვე იწყებს ჰაერის მიღებას. ეს საშუალებას იძლევა, რომ არსებული ჭრილობები, გამონაყარი ან ანთება დამუშავდეს და სწრაფად შეხორცდეს.

ჯანსაღი, ახალი ბეწვი – გადაპარსვის შემდეგ ძველი, დაზიანებული ბეწვის ნაცვლად იწყებს სრულიად ახალი, ჯანსაღი და მბზინავი ბეწვი ამოსვლას, რომელსაც თავიდანვე სწორად მოუვლით.

თუ თქვენთვის ცუგას სიფუმფულე მნიშვნელოვანია და სახლში ვერ უმკლავდებით, გიპროტესტებთ დავარცხნას, შეგიძლიათ ჩვენთან ატაროთ მშრალ გამოვარცხნაზე.