fbpx

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ “ფეთ გრუმინგის” შესახებ

“ფეთ გრუმინგი” გულისხმობს შინაური ცხოველის დაბანას შამპუნით, პირსახოცითა და შემდეგ სპეციალური საშრობით გაშრობას, დავარცხნას, ყურებისა და თვალების გასუფთავებას, ფრჩხილების მოვლას, გამოვარცხნას და სურვილისამებრ, სტანდარტული, ან თქვენი გემოვნებით შერჩეული ვარცხნილობის გაკეთებას.

ყველა ჯიშის ცხოველის ბეწვს სპეციფიური მოვლა სჭირდება, რაც აუცილებელია ცხოველის ჯანმრთელი განვითარებისათვის.  მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროცედურების ჩატარება ნებისმიერ შინაურ ცხოველს, ჯიშის მიუხედავად, ყოველდღიურად სჭირდება (დავარცხნა, თვალებისა და თათების გაწმენდა), რეგულარული პროფესიონალური გრუმინგი თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობის და დიდხანს სიცოცხლის გარანტიაა.

სახლის პირობებში ყველა პროცედურის დაცვა რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია.

შინაური ცხოველების უმრავლესობისათვის სასურველია პირველი ვიზიტი დაიგეგმოს პატარა ასაკიდანვე (ჯიშის მიხედვით არაუგვიანეს 2-4 თვემდე).  გარდა ჰიგიენისა, გრუმინგი პატარა ასაკიდანვე გაუადვილებს მათ ახალ გარემოსთან, ხმებთან, ხელსაწყოებთან და პროცედურებთან შეჩვევას, რაც შემდეგი ვიზიტებისას სტრესს აღარ გამოიწვევს.

საშუალოდ, ნებისმიერ ძაღლსა და კატას, თვეში ერთხელ მაინც ესაჭიროება პროფესიონალური მოვლა, რაც მათი ჯანმრთელობის და დიდხანს სიცოცხლის გარანტიაა. გავრცელებული მოსაზრება, რომ შინაური ცხოველის ხშირად დაბანა არ შეიძლება, მცდარია! ჯიშიდან გამომდინარე, შუალედი პროფესიონალური გრუმინგის პროცედურებს შორის 4-8 კვირამდე მერყეობს.

რეგულარული (თვეში ერთხელ) პროფესიონალური პროცედურების ჩატარების შემდეგ, მნიშვნელოვნად იკლებს კანის დაავადებების გაჩენის რისკი, მცირდება არასასურველი მიკროორგანიზმების სხეულში მოხვედრის შანსი, თქვენი ცხოველის კანი სუფთაა  პარაზიტებისაგან და რაც მთავარია, მისი ბეწვი ბრწყინვალედ გამოიყურება.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა