Blog
შეუმჩნეველი საფრთხე ბეწვის ქვეშ – როგორ იცავს გრუმინგი თქვენს ძაღლს ტკიპებისგან ?
ტკიპა თქვენი ძაღლის ბეწვის ქვეშ შეიძლება ძალიან ღრმად იმალებოდეს და ვერ იპოვოთ. ზაფხულის დაწყებასთან ერთად ეს პარაზიტიც გააქტიურდა. ბევრ პატრონს ჰგონია, რომ ამ არსებას აუცილებლად მაშინ დაინახავს, როცა ძაღლზე აცოცდება. რეალურად დიდ და ხშირ ბეწვში მწერი შეიძლება დღეების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს.
ამ დროს გრუმინგზე რეგულარულად ტარება აუცილებელი ხდება. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, Groom.ge – ში რამდენი ერთი შეხედვით უკვე მოვლილი ძაღლის კანზე უპოვია გრუმერს ტკიპა. ზოგადად, რეგულარული დავარცხნა, ზედმეტი ბეწვის მოშორება და კანის უკეთ დათვალიერება მნიშვნელოვნად ამარტივებს მათ აღმოჩენას, მაგრამ თუ შიგნით ბეწვი ჩახლართული და მოუვლელია, პარაზიტის პოვნა ბევრად რთულდება.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ გრუმინგი ტკიპების საწინააღმდეგო საშუალებებს ვერ ცვლის, მაგრამ მათთან ბრძოლაში ძალიან გვეხმარება. ამიტომ ზაფხულში ნუ დაელოდებით, სანამ პრობლემა გამოჩნდება. რეგულარულად დაავარცხნეთ ძაღლი, შეამოწმეთ კანი და არ გამოტოვოთ გრუმინგი.