Skip to content
შპიცი

როგორ მოვუაროთ პომერანულ შპიცს

პომერანული შპიცი მე-19 საუკუნეში გამოიყვანეს და მცირე ზომის მიუხედავად, ძლიან წააგავს მასზე ბევრად დიდ, შპიცის ჯიშის მარხილის გამწევ ძაღლებს.  პომერანული შპიცი კომპანიონობისთვისაა შექმნილი, მაგრამ მწყემსობასა და დარაჯობასაც კარგად ართმევს თავს – მისი ხმამაღალი ყეფა აუცილებლად შეგატყობინებთ საფრთხეს. ისინი ადვილად აღგზნებადები არიან, მაგრამ მალევე მშვიდდებიან და ხდებიან დამჯერები. თუკი ლეკვობიდანვე არ გადააჩვევთ, მისი ყეფა შესაძლოა პრობლემადაც გექცეთ. პომერანული შპიცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12-16 წელია.

თუკი პომერანული შპიცის კბილებს სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, ადრე დასცვივდება. ასევე დიდ ყურადღებასა და რეგულარულ, პროფესიონალურ მოვლას მოითხოვს თვალები და ყურები. მისი ხშირი, ორმაგი ბეწვის საფარი სპეციალურ გამოვარცხნას საჭიროებს – ამოსვლის საწინააღმდეგო მიმართულებით კუდიდან თავისკენ, რაც საკმაო ენერგიას მოითხოვს.

პომერანულ შპიცს არ სჭირდება დიდი სივრცე სარბენად, მაგრამ ძალიან უყვარს სეირნობა და მსუბუქი ვარჯიში.

გააზიარე
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on print
Share on email
ბლოგი

რატომ ჭამენ ძაღლები ბალახს?

ამ კითხვას თუ ვეტერინარს დაუსვამთ, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ დღეში რამდენჯერმე ეკითხებიან იმავეს, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ძაღლი ჭამს ბალახს. არასაკვები პროდუქტების ჭამის მოთხოვნილების მიზეზი ხშირად

სრულად
paws
ბლოგი

როგორ მოვუაროთ ძაღლის თათებს

მიუხედავად იმისა, გარეთ ცივა თუ ცხელა, მიწაზე სიარული სათანადო დაცვისა და მოვლის გარეშე, შესაძლოა თქვენი შინაური ცხოველისთვის ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შინაური ცხოველის

სრულად
abu-sleeping
ბლოგი

რატომ არის მნიშვნელოვანი ძაღლის სრულფასოვანი ძილი?

ხშირად ვხვდებით ძაღლებს, რომლებსაც არ აქვთ სრულფასოვანი ძილის საშუალება ღამით. მეტიც, ხშირად ისინი დღის მანძილზეც ვერ ახერხებენ სათანადოდ დაძინებას, ეს კი მათ გაღიზიანების, არასასურველი ქცევის

სრულად