Skip to content
ძაღლი_ჭამს

შეიძლება თუ არა ადამიანის საკვები ძაღლისთვის?

ცხოველების მოყვარულების უმრავლესობა ძალიან გულუხვი ადამიანია. გარდა სახლისა და გულისა, ხშირად ისინი ოთხფეხა მეგობრებს საკვებსაც უზიარებენ, თუმცა, არც კი იციან, რომ ამით ძაღლების ჯანმრთელობას შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენონ. მაგალითად, ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის მარტივი გადასამუშავებელია, შესაძლოა ძაღლის ორგანიზზმა რთულად მოინელოს.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ჯანსაღი საკვების დიდი რაოდენობით მიღებასაც კი შეუძლია ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა ჭარბი წონა და ა.შ. ქვემოთ ჩამოთვლილია იმ საკვების სახეობები, რომლებსაც ხშირად ვთავაზობთ ჩვენს ოთფეხა მეგობრებს. ზოგი მათგანის მიღება სრულიად უსაფრთხოა თქვენი ძაღლებისთვის, ზოგი კი დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

პური – სანელებლებისა და დანამატების გარეშე პურის მცირე რაოდენობა არ ავნებს თქვენს ძაღლს, მაგრამ მას არანაირი სარგებელი არ გააჩნია. უმჯობესია თქვენმა ოთხფეხა მეგობრებმა შინ დამზადებული პური მიირთვან, რადგან მაღაზიაში ნაყიდი როგორც წესი დიდი რაოდენობით შეიცავს არასაჭირო კონსერვანტებს. სასურველია, თუ ძარლი პურს საერთოდ არ მიიღებს.

ყველი – თუკი თქვენს ძაღლს ლაქტოზის აუტანლობა არ აქვს, შეგიძლიათ მას მცირე რაოდენობით უმარილო და უცხიმო ყველი შესთავაზოთ.

შოკოლადი – ძაღლმა არასდროს უნდა ჭამოს შოკოლადი და ეს არ არის ურბანულლი ლეგენდა, ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. მასში შემავალი მასტიმულირებელი ნივთიერებები აჩერებენ ძაღლის მეტაბოლურ პროცესებს და მისმა მიღებამ შესაძლოა დიარეა და პირღებინება, ხოლო დიდი რაოდენობის შემთხვევაში კრუნჩხვები, გულის ფუნქციის დარღვევა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. აუცილებლად შეინახეთ შოკოლადი ძაღლებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

დარიჩინი – მიუხედავად იმისა, რომ დარიჩინი ძაღლებისთვის ტოქსიკური არ არის, აჯობებს, თუ მის მიცემას მოერიდებით. მისი მიღება ხელს უწყობს ძაღლის სისხლში შაქრის რაოდენობის მკვეთრად შემცირებას, შესუნთქვის შემთხვევაში კი – სუნთქვის გაძნელებასა და ძლიერ ხველას.

ნუში – შესაძლოა მოწამვლა არ გამოიწვიოს, თუმცა არის საყლაპავის დაბლოკვის რისკი, ცუდად დაღეჭვის შემთხვევაში. განსაკუთრებით საშიშია მარილიანი ნუში, რადგან შესაძლოა წყლის შეკავება გამოიწვიოს და პოტენციურად სასიკვდილოა გულის დაავადებებისკენ მიდრეკილი ძაღლებისთვის.

ქოქოსი – გაგიკვირდებათ, მაგრამ ქოქოსი სასარგებლოა ძაღლებისთვის მისი შემადგენლობის გამო. ლაურინის მჟავა ეხმარება ცხოველებს ვირუსებთან ბრძოლაში, ასევე აუმჯობესებს კანის მდგომარეობას რწყილების, ალერგიისა და ქავილის დროს. ქოქოსის რძე და ზეთიც სრულიად უსაფრთხოა ძაღლებისთვის.

კვერცხი – უსაფრთხოა ძაღლებისთვის, თუკი კარგადაა მოხარშული. უმი ცილის მიღება ხელს უწყობს ბიოტინის დეფიციტის განვითარებას. ასე რომ, დარწუნდით, რომ კვერცხი კარგადაა მოხარშული, სანამ მას თქვენს ოთხფეხა მეგობარს შესთავაზებთ.

თევზი -კარგად მოხარშული ორაგული და სარდინია ძალიანაც სასარგებლოა თქვენი ძაღლისთვის. ვიტამინებით, ცილებითა და ამინომჟავებით დატვირთული ეს საკვები მარტივად ასათვისებელია ქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. მაგრამ, მისი ფხიანად მიღება, თუნდაც უმნიშვნელო პატარა ძვალიც კი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. არასოდეს შესთავაზოთ თქვენს ძაღლს ცუდად დამუშავებული, მოუხარშავი თევზი, რადგან სარგებლის ნაცვლად, ჯანმრთელობის დიდ პრობლემებს შეუქმნით მას.

წყარო: ACK.ORG

გააზიარე
Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on print
Share on email
ბლოგი

რა უნდა ვიცოდეთ ტკიპების შესახებ

პიროპლაზმოზი – ეს სიტყვა ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ. ეს ერთ-ერთი დაავადებაა იმ მრავალ ინფექციას შორის, რომელიც ცხოველებში ტკიპებს გადააქვთ. პარაზიტების პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება. ამიტომ,

სრულად
ძაღლი-ზაფხულში
ბლოგი

ზაფხულის 5 ცხელი რჩევა ძაღლის პატრონებისთვის

განურჩევლად ჯიშისა, ზაფხულში ყველა ძაღლს სცხელა – ზოგს უფრო მეტად, ზოგს -ნაკლებად. თუმცა, არის რამდენიმე საკითხი, რაც ძაღლის ყველა პატრონმა უნდა გაითვალისწინოს, რათა ცხელი ამინდი

სრულად
ძაღლი ვეტერინართან
ბლოგი

გავრცელებული დაავადებები ძაღლებში: სიმპტომები და მკურნალობა

არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა, რომლებიც ძაღლებს შირად აწუხებთ. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში, მათი მკურნალობა მარტივია. ამისათვის კი აუცილებელია, იცოდეთ სიმპტომები, რომლებიც საყურადღებოა და შესაძლოა რომელიმე

სრულად