fbpx

შეიძლება თუ არა ძაღლის ადამიანის შამპუნით დაბანა?

ძაღლის_შამპუნი

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე სახლში ხანგრძლივი გასეირნების შემდეგ სასტიკად დასვრილ ლეკვთან ერთად დაბრუნება. სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა წვიმიან ამინდში, რაც გადაუდებელ ბანაობას აუცილებელს ხდის, ასეთ დროს კი ძალიან დიდია ადამიანის შამპუნის გამოყენების ცდუნება. თუმცა, უსაფრთხოა კი ამის გაკეთება? ჩვენ ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით, გადაწყვეტილება კი თავად მიიღეთ.

პატრონები ხშირად კამათობენ ადამიანის შამპუნის ძაღლებისთვის გამოყენების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დაბანის შემდეგ ბეწვის საფარი შეიძლება ნამდვილად სუფთა, რბილი და მბზინავი იყოს, ამით შესაძლოა ძაღლის კანს სერიოზული ზიანი მიაყენოთ.

ძაღლის კანის ზედა ფენა დაცულია თხელი ფენით, რომელიც ცნობილია როგორც „მჟავა მანტია“. ის იცავს კანს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან და ასევე პასუხისმგებელია სხეულის ჰიდრატაციის შენარჩუნებაზე. ადამიანის შამპუნები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც კანს „მჟავე მანტიას“ აშორებს და კანი რჩება დაუცველი, სანამ „მანტია“ არ განახლდება და არ აღდგება pH ბალანსი.

ძაღლებსა და ადამიანებს ძალიან განსხვავებული pH ბალანსი აქვთ – ადამიანის კანის ნორმალური pH ბალანსი არის 5,5-დან 5,6-მდე, ხოლო ძაღლების – 6,2-დან 7,4-მდე, რაც უფრო ნეიტრალურია. ადამიანის შამპუნები დამზადებულია უფრო მაღალი სიმჟავისას გამოსაყენებლად, ძაღლის შემთხვევაში კი მან შესაძლოა კანის გამოშრობა და აქერცვლა გამოიწვიოს და დატოვოს ის დაუცველი პარაზიტების, ბაქტერიებისა და ვირუსების მიმართ. გაღიზიანებამ შესაძლოა ნაკაწრები გამოიწვიოს, რაც ზრდის ბაქტერიების გამრავლების შანსს. შესაბამისად, ეს შეიძლება ძალიან საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ძაღლისთვის.

დღესდღეობით ხელმისაწვდომია ძაღლების შამპუნები ნებისმიერი ჯიშისა და ბეწვის ტიპისთვის. ყველა შემთხვევაში, ძაღლის დაბანისას, ადამიანის შამპუნის გამოყენებას ნებისმიერი ძაღლის შამპუნის გამოყენება სჯობს. გარდა ზემოთ აღნიშნული მიზეზისა, ძაღლების შამპუნები უფრო მარტივად ქაფდება და მათი ჩამორეცხვა შედარებით ადვილია.

თუმცა, რა ვქნათ, თუკი ძაღლის შამპუნი არ მოგვეპოვება, აბაზანის მიღება კი აუცილებელია? ასეთ დროს, ეცადეთ არსებული ალტერნატივებიდან შეარჩიოთ რაც შეიძლება ნეიტრალური pH დიაპაზონის შამპუნი, პარფუმის და მკვეთრი ფერის გარეშე. ბავშვის შამპუნი უკეთესი ვარიანტია, რადგან ხშირ შემთხვევაში ის არის გამჭვირვალე, უსუნო და ნაზი.

ბავშვის შამპუნი არის ძაღლის შამპუნის უსაფრთხო, თუმცა ერთჯერადი შემცვლელი. იმისათვის, რომ თქვენი ბეწვიანი მეგობარი დიდხანს გყავდეთ ბედნიერი და ჯანმრთელი, უმჯობესია  ეცადოთ, რომ მათი საყვარელი ძაღლის შამპუნი ყოველთვის იყოს მარაგში. თქვენი ძაღლის ბეწვის ტიპზე მორგებული პრემიუმ ხარისხის შამპუნების შეძენა ჩვენს ფილიალებში შეგიძლიათ.

ადამიანის შამპუნის ერთჯერადი გამოყენება გადაუდებელი შემთხვევისას ნამდვილად არ დააზიანებს თქვენს ძაღლს, თუმცა რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნით თქვენს ოთხფეხა მეგობარს.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა