Blog
წყლის შიში თუ არასწორი მიდგომა ?
წყლის შიშს როდის იკიდებს ცუგა?
ვერც წარმოიდგენთ, პირველი დაბანა რა ხშირად იწვევს ამას. რა ხდება ამ დროს, როცა ძაღლს პირველად ბანენ? სტრესშია, ეშინია, ხელიდან გვისხლტება, თუ ზუსტად არ ვიცით, რას ვაკეთებთ ან წყალია ზედმეტად ცხელი ან ცივი. ერთი ასეთი გამოცდილება და მის თავში ყალიბდება მარტივი კავშირი: წყალი უდრის საფრთხეს. მერე ყოველი დაბანა ხდება ბრძოლა. კანკალი, გაქცევა, აგრესია… და პატრონი ფიქრობს, რომ ცუგა უბრალოდ „ჯიუტია“. სინამდვილეში კი ეს შიშია, რომელიც ერთხელ არასწორად გაკეთებულმა პროცესმა დატოვა.
სწორად ჩატარებული პირველი დაბანა კი ყველაფერს ცვლის, მშვიდი გარემო, თბილი წყალი, ნელი მოძრაობები და მოთმინება. საქმე ისაა, რომ ამას მარტივად ვერ ვახერხებთ პატრონები და შეცდომის რისკი რისკად რჩება, მაგრამ გრუმერისთვის უბრალოდ ყოველდღიურობაა. ამიტომაც ჯობია, ასეთ დროს გრუმ ჯის პროფესიონალ გრუმერებს მიმართოთ და თავი დაიზღვიოთ.