fbpx

კატასთან თანაცხოვრების 5 დადებითი მხარე

თუკი სახლში კატის მოყვანას ფიქრობთ და ორჭოფობთ, ეს სტატია დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. კატასთან თანაცხოვრებას ბევრი სიკეთე მოაქვს, აქ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.

  1. კატა საუკეთესო კამპანიონია

მიუხედავად რეპუტაციისა, კატები ძაღლებზე არანაკლებ ერთგული მეგობრები არიან. ამას ადასტურებს ისიც, რომ აშშ-ში 16 მილიონით მეტი კატა ცხოვრობს ოჯახში, ვიდრე ძაღლი.

  1. მცირდება ინსულტის და გულის შეტევის რისკი

კატასთან თანაცხოვრება ინსულტისა და გულის შეტევის რისკებს 33%-ით ამცირებს. ეს კი იმის ხარჯზე ხდება, რომ კატასთან ერთად გაცილებით მარტივია სტრესთან გამკლავება, მცირდება შფოთვაც და შესაბამისად, არტერიული წნევაც. გარდა ამისა, თქვენი განწყობა გაცილებით გაუმჯობესდება, რადგან კატასთან ერთად გატარებული დრო თქვენს ორგანიზმში სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს.

  1. უკეთესი ძილი

ეს მხოლოდ თეორია არაა – 2016 წელს გაერთიანებულ სამეფოში 500 ქალი და 500 მამაკაცი გამოჰკითხეს. მათი უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ კატასთან ერთად ძილი გაცილებით მშვიდი და სასიამოვნოა.

  1. ნაკლები ალერგია

თუ შვილები გყავთ, ან გეგმავთ, გირჩევთ კატა აუცილებლად იყოლიოთ. ასე ისინი ნაკლებად მგრძნობიარეები იქნებიან ალერგიის მიმართ, ასევე გზლიერდება მათი იმუნური სისტემა არა მხოლოდ ცხოველებზე ალერგიის მიმართ, არამედ მტვრის, ბალახისა და ტკიპების მიმართაც.

  1. ცხოვრების ხანგრძლოვობა

კატების პატრონების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო დიდია, ვიდრე მათი, ვინც კატებზე არ ზრუნავენ. კატებთან ურთიერთობა არა მხოლოდ ამცირებს ნერვული და გულის დაავადებების რისკს, არამედ თქვენს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონების გამოყოფასაც უწყობს ხელს.

და ბოლოს, თუკი კვლავ ვერ მიიღეთ გადაწყვეტილება, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ – კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 10 ქალიდან 8-ს იზიდავს ბიჭები, რომლებიც ზრუნავენ შინაურ ცხოველებზე, ხოლო მარტოხელა ქალების 90% ამბობს, რომ კონკრეტულად კატების პატრონ მამაკაცებთან ურთიერთობა მათთვის გაცილებით საინტერესოა.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა