fbpx

რჩევები ლაბრადორის პატრონებისთვის

ლაბრადორი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მოსიყვარულე და მეგობრული ჯიშია. ლამაზია არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ იმ თვისებებით, რომლებითაც ყველას აყვარებს თავს. მისი ჭკვიანი თვალები, დინჯი ხასიათი და მუდმივად თამაშისთვის მზადყოფნა არის ის თვისებები, რაც მას დიდი ოჯახისთვის საუკეთესო შინაურ ცხოველად აქცევს. ეს ჯიში ოჯახის ყველა წევრის საუკეთესო მეგობარია, განსაკუთრებით კი- ბავშვების.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლაბრადორს ძალიან უყვარს მოფერება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. მას აუცილებლად უნდა აგრძნობინოთ, რომ ის ოჯახის სრულფასოვანი წევრია, ყოველდღიურად უნდა გქონდეთ მასთან ურთიერთობა და არავითარ შემთხვევაში ამყოფოთ დიდი ხნით მარტო.

ლაბრადორს სიმსუქნისკენ მიდრეკილება ახასიათებს. ამიტომ, ეცადეთ, ლეკვობიდანვე არ შეუწყოთ ხელი მის მსუნაგობას, რადგან როცა წამოიზრდება, აუცილებლად შეაწუხებს წონის პრობლემა.

ლაბრადორისთვის დღეში 20-წუთიანი გასეირნება საკმარისი არ არის. ის ძალიან აქტიური, თამაშის და სირბილის მოყვარული ძაღლია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ლაბრადორი ერთ-ერთი ყველაზე “ინტელიგენტი”, მშვიდი, ჩუმი და მარტივად გასაწვრთნელი ჯიშია, თუმცა ამისათვის მაინც დიდი ძალისხმევა და მოთმინება იქნება საჭირო პატრონის მხრიდან, რადგან ლაბრადორს საშინლად არ უყვარს ხმამაღალი საუბარი, ყვირილი და ნებისმიერი ტიპის ძალადობა, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ძაღლის მხრიდან დაუმორჩილებლობას და გაღიზიანებას.

ლაბრადორებს, ძირითადად, აქვთ მოკლე ბეწვი, თუმცა მათი კანის და ბეწვის სიჯანსაღისთვის აუცილებელია მათი დავარცხნა კვირაში ერთხელ სავარცხლით, რომელიც მოაშორებს ჩამოცვენილ ბეწვს და ჭუჭყს საფარიდან, და ამავდროულად, გადაანაწილებს ბუნებრივი კანის ცხიმს მთელს ტანზე.
აუცილებელია მისი ბრჭყალების ხშირი მოჭრა, რათა თავიდან ავიცილოთ მისი გადატეხის, და სხვა მსგავსი პრობლემები.ბრჭყალების დაუჭრელობა გამოიწვევს სიარულის პრობლემებსაც, ამიტომ რეკომენდირებულია ამ პროცედურის ყოველთვიურად ჩატარება.

რაც უფრო აქტიურია თქვენი ლაბრადორი, უფრო დიდი შანსია, რომ პირის ღრუს სისუფთავის პრობლემა აწუხებდეს. ამის თავიდან ასარიდებლად, საჭიროა კბილების და პირის ღრუს წმენდის პროცედურები ჩაუტაროთ წელიწადში 2-ჯერ მაინც. თუმცა ყოველდღიურად, ან კვირაში რამდენჯერმე თქვენი ოთხფეხა მეგობრის კბილების გამოწმენდა თქვენთვითონ უნდა შეძლოთ.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა