Skip to content
პეკინესი

პეკინესის მოვლა

პეკინესი ჩინეთში უხსოვარი დროიდან ითვლებოდა დიდგვაროვანების საყვარელ ჯიშად, შესაბამისად ძალიან განებივრებული და დაფასებული იყო იმპერატორის კარზე, სადაც ხშირად პატარა ზომის გამო სამოსის სახელოში ჩასმულებს დაატარებდნენ. მცირე ზომის მიუხედავად, პეკინესი ძალიან კარგი მოდარაჯეა და გამორჩეულია ერთგულებითა და სიმამაცით.

ძალიან მნიშვნელოვანია პეკინესის გრძელი, ორმაგი ბეწვის ყოველდღიური ვარცხნა. დამატებით ზრუნვას მოითხოვს უკანა კიდურების საფარი, რომელიც ხშირად ყველაზე მეტად ჭუჭყიანდება და ითელება. აუცილებელია თვეში ერთხელ პროფესიონალური გრუმინგი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.

სხვა მოკლეცხვირიანი ჯიშების მსგავსად, პეკინესებს ხშირად სუნთქვის პრობლემები აწუხებთ და შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო. ასევე დიდ ყურადღებას მოითხოვს თვალები, რომლებიც ამობურცული ფორმის გამო შესაძლოა მარტივად დაზიანდეს.

პეკინესის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 13-15 წელია.

გააზიარე
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on print
Share on email
ფეიერვერკები
ბლოგი

რა უნდა გავითვალისწინოთ ფეიერვერკების დროს

ფეიერვერკების მორიგი სეზონის დადგომასთან ერთად, უფრო ხშირად გვხვდება ცნობები იმ ზიანის შესახებ, რასაც პიროტექნიკა გარემოს აყენებს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენებას კანონი მკაცრად არეგულირებს, თუმცა

სრულად
ბლოგი

რატომ ჭამენ ძაღლები ბალახს?

ამ კითხვას თუ ვეტერინარს დაუსვამთ, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ დღეში რამდენჯერმე ეკითხებიან იმავეს, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ძაღლი ჭამს ბალახს. არასაკვები პროდუქტების ჭამის მოთხოვნილების მიზეზი ხშირად

სრულად
paws
ბლოგი

როგორ მოვუაროთ ძაღლის თათებს

მიუხედავად იმისა, გარეთ ცივა თუ ცხელა, მიწაზე სიარული სათანადო დაცვისა და მოვლის გარეშე, შესაძლოა თქვენი შინაური ცხოველისთვის ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შინაური ცხოველის

სრულად
Shopping cart
There are no products in the cart!
Continue shopping
0