რატომ არ უნდა დავბანოთ ცუგა ადამიანის შამპუნში ?

არ დაბანოთ ცუგა ადამიანის შამპუნით თუ არ გინდათ, რომ ერთხელაც ცუდ დღეში აღმოჩნდეს. ცუგას კანს აქვს ზედა ფენა, ე.წ “მჟავა მანტია”. ეს გახლავთ ბუნებრივი თავდაცვის საშუალება, რომელიც ცხოველს ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან იცავს, ასევე უზრუნველყოფს ჰიდრატაციის მუდმივობას. ადამიანის შამპუნი კი ამ მთლიანობას არღვევს, რადგან მჟავიანობა აქვს მაღალი.

ჰიდრატაციის დარღვევა კი, ინფექციების მყისიერად გამრავლებას უწყობს ხელს. GROOM.GE – თვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს მაღალი ხარისხი და კომპანია ამისთვის დიდ ხარჯსაც სწევს.

აუცილებელია შამპუნი ბეწვის ტიპის და საჭიროების მიხედვით შეიერჩეს. ჩამოგითვლით შამპუნის მიმართულებებს, რასაც ვიყენებთ:  სენსიტიური კანისთვის, ლეკვის შამპუნი, თეთრი ცუგებისთვის განკუთვნილი შამპუნი, ღრმა წმენდა, ე.წ “ალუბლის შამპუნი” რომელიც ბეწვს განსაკუთრებულ მბზინვარებას სძენს, კარამელის შამპუნი ყველა ტიპის კანისთვის და ანტიპარაზიტული შამპუნი (მოთხოვნის შესაბამისად ვიყენებთ) .

გაითვალისწინეთ რომ დაბალი ხარისხის შამპუნიც რისკია მათი კანისთვის და ბეწვის სიჯანსაღისთვის.