fbpx

როგორ მოვუაროთ მალტეზს?

მიმზიდველი მალტეზები ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან მოყოლებული წარმოადგენდნენ ძალიან პოპულარულ ჯიშს, რომელსაც ხშირად ქალები (განურჩევლად ასაკისა) ირჩევდნენ საუკეთესო მეგობრად.

მალტეზი დეკორატიული ჯიშია, რომელიც სათავეს მალტიდან იღებს. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12-14 წელია. მათი მთავარი დანიშნულება კომპანიონობაა, შესაბამისად მალტეზი საუკეთესო მოდარაჯე ხშირად არ არის, რადგან ძალიან მშვიდი და მოალერსეა. ამის მიუხედავად, მალტეზებს რეგულარული ვარჯიში და სეირნობა ესაჭიროებათ.

რაც შეეხება მის გრძელ და რბილ ბეწვს, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური, რეგულარული და ფრთხილი მოვლა. თვეში ერთხელ კი, მალტეზებს პროფესიონალური გრუმინგი ესაჭიროებათ, განსაკუთრებით კი ყურების მოწესრიგება, რადგან ხშირად ბალანი ბაქტერიების გაჩენას უწყობს ხელს.

ასევე, აუცილებელია თქვენს ქათქათა ოთხფეხა მეგობარს ხშირად გაუწმინდოთ თვალები, რაღა თავიდან აირიდოთ სახის ბეწვის დალაქავება.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ხშირად ეთამაშოთ და მოეფეროთ, რადგან მალტეზი სწორედ ამისათვის არის შექმნილი!

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა