fbpx

ოთხფეხა მეგობრებისთვის უსაფრთხო საყოფაცხოვრებო ქიმია

დიდ სიხარულთან ერთად, სახლში შინაური ცხოველის ყოლას დამატებითი საქმეც მოაქვს – სახლის ლაგება უფრო ხშირად და საფუძვლიანადაა საჭირო. ბეწვიანი მეგობრის ყოლისას აუცილებელია გულდასმით გაეცნოთ დასუფთავების საშუალებების შემადგენლობას, რადგან გასულ წელთან შედარებით, 65%-ითაა გაზრდილი შინაურ ცხოველთა მოწამვლის ფაქტები.*

იმისათვის, რომ აირიდოთ სხვადასხვა შხამის მოხვედრა თქვენი შინაური ცხოველის ორგანიზმში, აუცილებელია წაიკითხოთ ნებისმიერი საწმენდი სპრეის, ხელსახოცების ან ფხვნილის ეტიკეტები და მიჰყვეთ მწარმოებლის გამოყენების ყველა ინსტრუქციას. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ ის ინგრედიენტები, რომლებიც საშიშიაშინაური ცხოველებისთვის, როგორებიცაა:

  • ამიაკი
  • მათეთრებელი
  • ქლორი
  • ფორმალდეჰიდი
  • წყალბადის ზეჟანგი
  • იზოპროპილის სპირტი
  • ფენოლები
  • ფტალატები

შესაძლოა ყველა ეს ინგრედიენტი ვერ აირიდოთ თავიდან, რადგან მათი უმრავლესობა ძლიერ სადეზინფექციო საშუალებებს წარმოადგენს და აუცილებელია მავნე მიკრობებთან საბრძოლველად. ასეთ შემთხვევაში, მათი გამოყენება სიფრთხილის დაცვით გააგრძელეთ და ნუ გამოიყენებთ თქვენი შინაური ცხოველის გალიისა თუ სათამაშოების გასაწმენდად. მათეთრებლის გამოყენების შემდეგ, გააღეთ ფანჯრები და საფუძვლიანად გაანიავეთ სახლი, ასევე კარგად ჩამორეცხეთ ზედაპირები, რომლებთანაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს შეხება აქვს. ასევე, დიდ საფრთხეს აირიდებთ თავიდან, საწმენდ საშუალებებს შინაური ცხოველისთვის მიუწვდომელ ადგილას თუ შეინახავთ.

უსაფრთხო საშუალებებს არც სოდა, ეთერზეთები და ძმარი წარმოადგენს, რადგან განუზავებელ მდგომარეობაში ცხოველის ორგანიზმში მოხვედრისას შესაძლოა ღებინება, პირის ღრუს გაღიზიანება და სხვა პრობლემები გამოიწვიოს. შესაბამისად, ამ ინგრედიენტებსაც ისეთივე სიფრთხილით მიუდექით, როგორც სხვა ქიმიურ საწმენდ ხსნარებს.

*წყარო: Better Homes&Garden

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა