fbpx

უნდა გავასეირნოთ თუ არა ძაღლი წვიმაში?

სეირნობა ძაღლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია. სამწუხაროდ ამინდი ამაში ხელს ყოველთვის არ გვიწყობს და გვიწევს გადავწყვიტოთ, უარი ვთქვათ სეირნობაზე თუ მოვემზადოთ „შხაპის“ მისაღებად. გარდა ამისა, ბევრი პატრონი ფიქრობს, რომ წვიმაში სეირნობით ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, თუმცა გვსურს დაგარწმუნოთ რომ წვიმის ზემოქმედება თქვენს ოთხფეხა მეგობარზე მინიმალურია, თუკი მას არ ეშინია წვიმის ხმის.

სასურველი ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა ყველა ძაღლისთვის ინდივიდუალურია და განსხვავდება ჯიშების მიხედვით, თუმცა  სეირნობა ფიზიკურთან ერთად, ძაღლის მენტალურ და ემოციურ ჯანმრთელობასაც უწყობს ხელს. ბუნებრივია,  შესაძლოა წუხდეთ, რომ წვიმაში სეირნობა ზიანს მოუტანს თქვენს ძაღლს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულიად ჯანმრთელი ძაღლი სველი ამინდის გამო დაავადდეს. მთავარია იზრუნოთ სეირნობის შემდეგ მის გამშრალებასა და სახლში სითბოს შენარჩუნებაზე.

თუკი წვიმასთან ერთად, გარეთ ცივა კიდეც – შეამცირეთ სეირნობის ხანგრძლივობა და მარტივი მარშრუტი აირჩიეთ, რადგან ბეწვის დასველების შემთხვევაში ძაღლის წონა იზრდება და უჭირს მოხერხებულად გადაადგილება. მოერიდეთ გუბეებს, სადაც ბევრი ბაქტერია გროვდება წვიმის შემდეგ, რომლებმაც პოტენციურად შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენს ოთხფეხა მეგობარს, განსაკუთრებით ამ წყლის დალევის შემთხვევაში.

გამოიყენეთ ძაღლის საწვიმარი – ასე მის ბეწვს დასველებისგან დაიცავთ და სახლშიც სისუფთავეს შეინარჩუნებთ. სეირნობიდან დაბრუნებისთანავე, გაამშრალეთ და გაათბეთ ძაღლი. ასევე, მისი თათების გაწმენდა არ დაგავიწყდეთ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წვიმაში ძაღლის სეირნობას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ზიანი. შესაბამისად, თამამად შეგიძლიათ აუსრულოთ სურვილი თქვენს ოთხფეხა მეგობარს და არ უთხრათ უარი ცუდი ამინდის გამო!

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა