fbpx

რა უნდა ვიცოდეთ ტკიპების შესახებ

პიროპლაზმოზი – ეს სიტყვა ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ. ეს ერთ-ერთი დაავადებაა იმ მრავალ ინფექციას შორის, რომელიც ცხოველებში ტკიპებს გადააქვთ. პარაზიტების პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება. ამიტომ, აუცილებელია, ყველა გასეირნების შემდეგ კარგად დაათვალიეროთ თქვენი ძაღლი და დააკვირდეთ მის ხასიათს.

ტკიპების მიერ გავრცელებული დაავადებების სიმძიმე დამოკიდებულია კბენის მომენტში სისხლში შეჭრილი პარაზიტების რაოდენობაზე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა ძაღლის ასაკი და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაავადების მიმდინარეობასა და მკურნალობის პროცესზე.

ტკიპებით გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, სასურველია ძაღლის დამუშავება ადრეული გაზაფხულიდან დაიწყოთ. დაავადების გადამტანი ტკიპები სწორედ სითბოსთან ერთად აქტიურდებიან.

არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ტკიპას თვითნებური, ხელით ამოცლა. სწორედ ამ დროს ტკიპას  უვითარდება თავდაცვითი რეაქცია და ახდენს მისი ვესტიბულარული აპარატიდან ორგანიზმში სითხის შეშვებას, რომელშიც პარაზიტებია. გარდა ამისა, შესაძლოა ცხოველის კანში ჩარჩეს ტკიპის ნაწილი, რაც შემდეგ გამოიწვევს დერმატიტსა და სხვა მრავალ პრობლემას. თუკი თქვენი ძაღლის სხეულზე ტკიპას შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ უახლოეს ვეტერინარს ან გრუმინგ სალონს დახმარებისთვის. სიცხე, სისუსტე და მოწყენილობა, გახშირებული და მძიმე სუნთქვა, მუქი ფერის შარდი, კოორდინაციის დარღვევა და უკანა კიდურების სისუსტე ის საგანგაშო სიმპტომებია, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ვეტერინარს.

პროფილაქტიკისთვის კი საჭიროა რეგულარული გრუმინგი და პროფესიონალური გამოვარცხნა. ასევე, ძაღლის პერიოდული დამუშავება ისეთი პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით, როგორიცაა ანტიპარაზიტული წვეთები და საყელოები, რათა არ მოხდეს ცხოველის ტკიპების მეშვეობით დაავადება.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა