fbpx

გავრცელებული დაავადებები ძაღლებში

ძაღლი ვეტერინართან

არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა, რომლებიც ძაღლებს შირად აწუხებთ. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში, მათი მკურნალობა მარტივია. ამისათვის კი აუცილებელია, იცოდეთ სიმპტომები, რომლებიც საყურადღებოა და შესაძლოა რომელიმე ხშირად გავრცელებულ დაავადებას უკავშირდებოდეს. ყველაზე გავრცელებული დაავადებების სია კი ასე გამოიყურება:

ყურის ინფექციები

თუკი თქვენს ძაღლს ხშირად აქვს ყურის პრობლემა, დიდი შანსია, „დამნაშავე“ ალერგია იყოს. ხშირ შემთხვევაში ეს არის ხორბალი, სიმინდი და სოიოს შემცველი საკვები. დიდი, ჩამოკიდებული ყურების მქონე ძაღლები უფრო მგრძნობიარე არიან ყურის ინფექციების მიმართ. თუკი შეამჩნევთ, რომ თქვენი ძაღლი ხშირად აქნევს ყურებს, ყურით წვება იატაკზე ან ადებს ავეჯს, ან, უფრო მწვავე შემთხვევებისას – აქვს სიწითლე ყურის არეში, თმის ცვენა ყურის გარშემო, წონასწორობის პრობლემები – ეს ყველაფერი ყურის ინფექციაზე მიანიშნებს. პირველი ნაბიჯი, რაც ამ სიმპტომების აღმოჩენისას უნდა გადადგათ, არის ყურის გაწმენდა. თუმცა, თუკი თქვენ არ იცით სწორად ამის გაკეთება, უმჯობესია პირდაპირ ვეტერინარს მიმართოთ – ის დაადგენს, რა ტიპის ინფექცია შეიძლება ჰქონდეს თქვენს ძაღლს და დაუნიშნავს მკურნალობას ადგილობრივი ანტიბიოტიკებით ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით.

სტომატოლოგიური დაავადებები

პირის ღრუს ინფექციები ძაღლებში ძალიან ხშირად სამი წლის შემდეგ ხდება პრობლემა, ხანდაზმულ ძაღლებს კი უფრო მწვავე სტომატოლოგიური პრობლემები აწუხებთ, როგორებიცაა პაროდონტოზი და აბსცესი. სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის: არათანაბარი სუნთქვა, კბილების გახუნება ან ჩამოშლა, მადის ცვლილება, განსაკუთრებით მშრალი საკვების მიღებისას, ნადები ენაზე და ღრძილების გაუფერულება. სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობა აუცილებლად პროფესიონალს უნდა მიანდოთ – კბილების გაწმენდა, ამოღება ან ხშირად ფესვის არხების გახსნა. პირის ღრუს პრობლემების პრევენციის საუკეთესო გზა ვეტერინართან რეგულარული ვიზიტი და კბილების პერიოდული გაწმენდაა.

კანის ინფექციები

ძაღლები ნაკაწრებს ყოველდღიურად იღებენ, მაგრამ ხშირად კანის ქავილი არა ფიზიკური დაზიანებით, არამედ ალერგიით ან ინფექციითაა გამოწვეული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე გავრცელებული ალერგენებია ხორბალი, სიმინდი და სოიო, რომლებიც ძაღლის მრავალ საკვებში გვხვდება. ცხვრის ხორცისა და ბრინჯის შემცველი საკვებით ჩანაცვლებამ შესაძლოა ეს სიმპტომები მალევე მოაგვაროს. თუმცა, თუ დიეტის ცვლილება უშედეგოა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რადგან პრობლემა შესაძლოა გამწვავდეს და მტკივნეული წყლულების სახით გამოვლინდეს, განსაკუთრებით სქელბეწვიან ძაღლებში. ინფექციის ტიპიდან გამომდინარე, თქვენს ვეტერინარს შეუძლია გირჩიოთ ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა შამპუნი ალერგიის სამკურნალოდ ან ანტიბიოტიკური მალამო კანის უფრო მძიმე ინფექციების დროს. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად რეგულარული, პროფესიონალური გრუმინგი საუკეთესო გზაა. პირღებინება და დიარეა ისევე, როგორც ადამიანებს, ძაღლებს დროდადრო ერღვევათ საჭმლის მომნელებელი სისტემა. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ძაღლი ხშირად აღებინებს და დიარეა აქვს, და ეს მდგომარეობა გარკვეული პერიოდი გრძელდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ვეტერინარს. მუდმივი ღებინება და დიარეა შეიძლება იყოს უფრო სერიოზული პრობლემის სიმპტომი, ვიდრე უბრალოდ საკვებით ინტოქსიკაციაა. პარვოვირუსი, ნაწლავის ჭიები და პარაზიტები არის დაავადებები, რომლებიც თქვენს ძაღლში ნაწლავის აშლილობას იწვევს. ვეტერინარის სათანადო დიაგნოზი განსაზღვრავს ზუსტ პრობლემასა და მკურნალობის კურსს.

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა