fbpx

შეიძლება თუ არა ადამიანის საკვები ძაღლისთვის?

ძაღლი_ჭამს

ცხოველების მოყვარულების უმრავლესობა ძალიან გულუხვი ადამიანია. გარდა სახლისა და გულისა, ხშირად ისინი ოთხფეხა მეგობრებს საკვებსაც უზიარებენ, თუმცა, არც კი იციან, რომ ამით ძაღლების ჯანმრთელობას შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენონ. მაგალითად, ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის მარტივი გადასამუშავებელია, შესაძლოა ძაღლის ორგანიზზმა რთულად მოინელოს.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ჯანსაღი საკვების დიდი რაოდენობით მიღებასაც კი შეუძლია ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა ჭარბი წონა და ა.შ. ქვემოთ ჩამოთვლილია იმ საკვების სახეობები, რომლებსაც ხშირად ვთავაზობთ ჩვენს ოთფეხა მეგობრებს. ზოგი მათგანის მიღება სრულიად უსაფრთხოა თქვენი ძაღლებისთვის, ზოგი კი დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

პური – სანელებლებისა და დანამატების გარეშე პურის მცირე რაოდენობა არ ავნებს თქვენს ძაღლს, მაგრამ მას არანაირი სარგებელი არ გააჩნია. უმჯობესია თქვენმა ოთხფეხა მეგობრებმა შინ დამზადებული პური მიირთვან, რადგან მაღაზიაში ნაყიდი როგორც წესი დიდი რაოდენობით შეიცავს არასაჭირო კონსერვანტებს. სასურველია, თუ ძარლი პურს საერთოდ არ მიიღებს.

ყველი – თუკი თქვენს ძაღლს ლაქტოზის აუტანლობა არ აქვს, შეგიძლიათ მას მცირე რაოდენობით უმარილო და უცხიმო ყველი შესთავაზოთ.

შოკოლადი – ძაღლმა არასდროს უნდა ჭამოს შოკოლადი და ეს არ არის ურბანულლი ლეგენდა, ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. მასში შემავალი მასტიმულირებელი ნივთიერებები აჩერებენ ძაღლის მეტაბოლურ პროცესებს და მისმა მიღებამ შესაძლოა დიარეა და პირღებინება, ხოლო დიდი რაოდენობის შემთხვევაში კრუნჩხვები, გულის ფუნქციის დარღვევა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. აუცილებლად შეინახეთ შოკოლადი ძაღლებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

დარიჩინი – მიუხედავად იმისა, რომ დარიჩინი ძაღლებისთვის ტოქსიკური არ არის, აჯობებს, თუ მის მიცემას მოერიდებით. მისი მიღება ხელს უწყობს ძაღლის სისხლში შაქრის რაოდენობის მკვეთრად შემცირებას, შესუნთქვის შემთხვევაში კი – სუნთქვის გაძნელებასა და ძლიერ ხველას.

ნუში – შესაძლოა მოწამვლა არ გამოიწვიოს, თუმცა არის საყლაპავის დაბლოკვის რისკი, ცუდად დაღეჭვის შემთხვევაში. განსაკუთრებით საშიშია მარილიანი ნუში, რადგან შესაძლოა წყლის შეკავება გამოიწვიოს და პოტენციურად სასიკვდილოა გულის დაავადებებისკენ მიდრეკილი ძაღლებისთვის.

ქოქოსი – გაგიკვირდებათ, მაგრამ ქოქოსი სასარგებლოა ძაღლებისთვის მისი შემადგენლობის გამო. ლაურინის მჟავა ეხმარება ცხოველებს ვირუსებთან ბრძოლაში, ასევე აუმჯობესებს კანის მდგომარეობას რწყილების, ალერგიისა და ქავილის დროს. ქოქოსის რძე და ზეთიც სრულიად უსაფრთხოა ძაღლებისთვის.

კვერცხი – უსაფრთხოა ძაღლებისთვის, თუკი კარგადაა მოხარშული. უმი ცილის მიღება ხელს უწყობს ბიოტინის დეფიციტის განვითარებას. ასე რომ, დარწუნდით, რომ კვერცხი კარგადაა მოხარშული, სანამ მას თქვენს ოთხფეხა მეგობარს შესთავაზებთ.

თევზი -კარგად მოხარშული ორაგული და სარდინია ძალიანაც სასარგებლოა თქვენი ძაღლისთვის. ვიტამინებით, ცილებითა და ამინომჟავებით დატვირთული ეს საკვები მარტივად ასათვისებელია ქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. მაგრამ, მისი ფხიანად მიღება, თუნდაც უმნიშვნელო პატარა ძვალიც კი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. არასოდეს შესთავაზოთ თქვენს ძაღლს ცუდად დამუშავებული, მოუხარშავი თევზი, რადგან სარგებლის ნაცვლად, ჯანმრთელობის დიდ პრობლემებს შეუქმნით მას.

წყარო: ACK.ORG

 

 

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა