fbpx

5 ხრიკი ძაღლის პატრონებისთვის

ხრიკები ძაღლის პატრონებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად

ძაღლთან თანაცხოვრება არ არის მარტივი. დიდ ბედნიერებასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა და ხშირად, დიდ თანხებსაც მოითხოვს. ამ სტატიაში გიზიარებთ ხრიკებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს.

  1. იქონიეთ კარაბინი ძაღლის გასეირნებისას. ეს გაგიმარტივებთ მისი დროებით „მიბმის“ პროცესს, თუკი, ვთქვათ, გზად მაღაზიაში შევლას გადაწყვეტთ. ასევე, არ დაგჭირდებათ საყელოს მოხსნა, რათა საბელისგან ნასკვი გააკეთოთ.
  2. ბეწვის მოშორებისთვის სპეციალური მოწყობილობის არქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩვეულებრივი წებოვანი ლენტა ან შუშის საწმენდი გამოიყენოთ. წებოვანი ლენტა ტანსაცმლისთვის ძალიან მოსახერხებელია. შუშის საწმენდით კი ხალიჩები და რბილი ავეჯის ზედაპირი გადასარევად იწმინდება.
  3. დღესასწაულებისადმი მიძღვნილი მაშხალები ხშირად ხდება ძაღლების სტრესის მიზეზი. თუკი თქვენი ძაღლი დასტრესილია, რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი დაასხით მის საყელოს, ეს მასაც დაამშვიდებს და თქვენც.
  4. წამლის დალევა არც ერთ ძაღლს არ უყვარს. თუკი მკურნალობის კურსი გაქვთ ჩასატარებელი, ან მისთვის ვიტამინების მიცემას გეგმავთ, ეს ხრიკი დაგეხმარებათ. გამოიყენეთ ყინულის კუბების მოსამზადებელი, ჩადეთ მასში ნახევრამდე მიწისთხილის კარაქი, მოათავსეთ აბები და კვლავ მიწისთხილის კარაქით დაფარეთ. არ დაგავიწყდეთ გაყინვამდე სათითაოდ ჯოხების ჩარჭობა, რათა სათითაოდ ამოაძროთ გამოყენებამდე. ან გაყინვის შემდეგ, გადმოყარეთ და მოათავსეთ სუფთა პარკში, კვლავ საყინულეში დასაბრუნებლად.
  5. ოხრახუში ძალიან იაფი და ეფექტური საშუალებაა პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ძვირადღირებული „სნექების“ ნაცვლად, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში თქვენი ძაღლის საკვებს და შედეგიც გარანტირებულია.
კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა