fbpx

ჰელსინკის აეროპორტში მგზავრებს COVID-19-ზე ძაღლები ამოწმებენ

მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიიგან ძაღლები თუ იხსნიან – როგორც ჩანს მათ ამაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. ფინეთში, ჰელსინკის აეროპორტში პროფესიონალურად გაწვრთნილი ძაღლები ყნოსვით ამოწმებენ, არის თუ არა მგზავრი ინფიცირებული. ეს მეთოდი ლაბორატორიულ შემოწმებასთან შედარებით გაცილებით სწრაფია.

ჰელსინკის უნივერსიტეტის ვეტერინარული ფაკულტეტის კვლევითი ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ძაღლებს შეუძლიათ იყნოსონ ვირუსი თითქმის 100%-იანი სიზუსტით. მეტიც, მათ შეუძლიათ უსიმპტომო პაციენტების ამოცნობაც კი, რაც ლაბორატორიული ტესტირებით ხშირად შეუძლებელია.

„ეს მეთოდი ძალიან იმედისმომეცემია, ძაღლები საუკეთესოდ ართმევენ თავს ახალ პასუხისმგებლობას. თუკი ექსპერიმენტი წარმატებულად გაგრძელდება, ეს შესაძლოა სკრინინგის საუკეთესო საშუალებად იქცეს“, ამბობს „გლობალ ნიუსთან“ ინტერვიუში ანნა ჰილმ-ბიორკმანი, ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი.

ეს მეთოდი მგზავრების ძაღლებთან პირდაპირ კონტაქტს არ გულისხმობს – მგზავრებს სთხოვენ, რომ ხელსახოცით გაიწმინდონ მაჯა, რის შემდეგაც ხელსახოცს დასანოსად ძაღლებს აძლევენ – ამ მეთოდით ინფიცირებულის გამოვლენას სულ რაღაც 10 წამი სჭირდება.
საინტერესოა, რისი სუნი აქვს კორონავირუსს და რა ხდება მაშინ, თუკი მგზავრმა ამ „ტესტამდე“ ცოტა ხნით ადრე ბეკონის სენდვიჩი მიირთვა?

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა