ლეკვი და მისი პირველი გრუმინგი

ლეკვის პირველი გრუმინგი უმნიშვნელოვანესია, რასაც ჩვენი გრუმერები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. პირველი პროცედურა განაპირობებს მის შემდგომ ქცევებს ვიზიტზე.  ჩამოგითვლით 5 კონრეტულ მიდგომას რასაც Groom.ge – ის გრუმერები იყენებენ :

  • უცნობ გარემოსთან ფრთხილად შეგუება – ლეკვს უნდა მიეცეს საშუალება, გარკვეულწილად აღიქვას სად იმყოფება.
  • წყლით ნაბიჯ-ნაბიჯ დასველება ანუ პროცესთან შეგუება. მისი დასველება ხდება ნელნელა, თან გრუმერი აკვირდება მის რეაქციებს, თუ რას იზამს კუდით, ყურებით და ა.შ.
  • ინსტრუმენტებთან ნელი შეჩვევა. აუცილებელია, რომ პატარა არსებამ მაკრატელი , ფენი ან ნებისმიერი მსგავსი ნივთი არ აღიქვას დასჯის იარაღად. ასეთ დროს შეხება და ხმის, იგივე ვიბრაციის მომატება, ძალიან ნელა ასვევე ლეკვის რეაქციის მიხედვით ხდება.
  • ჯილდოები – სნექებით დაჯილდოვება პირველი პროცედურის შემდეგ აუცილებელია. ასეთ დროს ლეკვს ასოციაცია უჩნდება, რომ რაღაც კარგი მოხდა.
  • საჭიროების შემთხვევაში, პატრონის სიახლოვეს ყოფნა. თუმცა, გრუმერი ამ შემთხვევაშიც აკონტროლებს პატრონის რეაქციას, რადგან პირდაპირ აისახება ცუგაზე მისი ემოციები.