Blog
რა სიხშირით უნდა დავბანოთ ძაღლი შამპუნით
პირველ რიგში დაბანის სიხშირე დამოკიდებულია ბეწვის ტიპზე. სტანდარტულ პირობებში მოკლე ბეწვის მქონე ძაღლს შამპუნით დაბანა 4 – 5 ან 6 კვირაში ერთხელ ჰყოფნის. გრძელ ბეწვიანებისთვის რეკომენდირებულია 3-4 კვირაში ერთხელ. ეს იმიტომ, რომ ბეწვი ადვილად ცხიმიანდება და იხვევა. რაც შეეხება ალერგიულ და პრობლემური კანის მქონე ძაღლებს, აქ უკვე ვეტერინარი ნიშნავს სპეციალურ შამპუნს, რომელიც 1 ან 2 კვირაში ერთხელ გამოიყენება.
გაითვალისწინეთ, შამპუნის ხარისხს ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სუფთა, ძლიერი, მბზინვარე და სურნელოვანი ბეწვი – ეს GROOM.GE – ის სტანდარტია. მათ დასაბანად ბეწვის სტრუქტურის, ჯიშის, ფერის მიხედვით ვიყენებთ ვეგანურ და ანტიალერგიულ Buddycare – ის პრემიუმ ხაზის შამპუნებს. შამპუნში შემავალი ალოე ვერა და პროვიტამინი B5 აძლიერებს ბეწვის სტრუქტურასა და ხარისხსს.