Blog
რატომ არ უნდა ჩაუდოთ ძაღლს დაბანისას ყურში ბამბა
ევოლუციურად ძაღლს გარეთა ყურის ფორმა და ფიზიოლოგიაც ისეთი აქვს, რომ გარე ზემოქმედებისგან დაცული იყოს. მათ შორის – წყლისგან.
სანამ შინაური ცხოველის დაბანას ვისწავლიდით ადამიანები, წვიმაში და მდინარეებში ყოფნაც ხომ უწევდა ამ ცხოველს. ხო და დრომ მისი ყურის რელიეფი, ბეწვი და კიდევ პატარ-პატარა მექანიზმები, ასე ვთქვათ, დააპროგრამა, რომ წყლისგან დაეცვა.
ბამბის ჩადებით კი რა ხდება იცით? ეს ბამბა წყალს იწოვს, იჟღინთება და პირდაპირ ყურში იწყებს ჩაღვრას. ასეთი გზით მოხვედრილი წყალი თითქმის გარანტირებულად გამოიწვევს ოტიტს, ანუ ყურის ანთებას. შესაბამისად მსგავს მეთოდს ნურასოდეს გამოიყენებთ და ვინმე თუ ეცდება, გთხოვთ ისიც შეაჩერეთ.