როგორ დავაჭრათ სწორად ბრჭყალები ძაღლს.

გამოიყენეთ მხოლოდ ძაღლისთვის განკუთვნილი მაკრატელი.

პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ ძაღლის ბრჭყალს მხოლოდ მყარი გარსი არ აქვს. შიგნით რბილი ქსოვილია და იქ ნერვები და სისხლძარღვები გადის, რომლის დაზიანება იწვევს ტკივილს და სისხლდენას.

როგორ ვიპოვოთ “ცოცხალი ნაწილი”

თეთრი ბრჭყალი: ცოცხალი ნაწილი კარგად ჩანს — ის ვარდისფერია. უნდა მოჭრათ ამ ნაწილიდან მინიმუმ 2-3 მილიმეტრის დაცილებით.
შავი ბრჭყალი: აქ რბილობი არ ჩანს. ამ შემთხვევაში აჭერით ძალიან პატარა ფენებად. როგორც კი ბრჭყალის ცენტრში დაინახავთ შავ, სველ წერტილს, გაჩერდით — ეს რბილობის დასაწყისია.

ბრჭყალი უნდა მოიჭრას 45-გრადუსიანი კუთხით, ზემოდან ქვემოთ, რათა შენარჩუნდეს ბრჭყალის ბუნებრივი ფორმა. იყავით თავდაჯერებული. ნელი მოჭრა უფრო მეტად “ღეჭავს” ბრჭყალს, რაც დისკომფორტს იწვევს. აჯობებს ერთი სწრაფი და მკვეთრი მოძრაობა.

პროცედურა პატარა ძაღლებს, როგორც წესი, 2 კვირაში ერთხელ სჭირდებათ ხოლმე,
დიდებს – თვეში ერთხელ.

მართალია ეზოს ძაღლებისთვის აღნიშნული პროცედურის საჭიროება ხშირად არ დგას, მაგრამ ზოგჯერ მათთვისაც ჰაერივით საჭირო ხდება.

აუცილებელია თან იქონიოთ ნუგბარი – პროცესის სასიამოვნო ასოციაციასთან დასაკავშირებლად.