Blog
სუნთქვის მიხედვით, ცუგას ემოციური მდგომარეობის დადგენაა შესაძლებელი
დიახ, ეს მიდგომა მართლა არსებობს და მოდით, რამდენიმე ფაქტორზე ვისაუბროთ მეტი სიმკვეთრისთვის:
პირველი – სუნთქვის სიხშირე და გრუმერს ყური შეჩვეული აქვს უკვე. წუთში სადღაც 10-დან 30-მდე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას უნდა აკეთებდეს. ამას ინგლისური ტერმინით მოიხსენიებენ ხშირად და ეწოდება პანტინგი. როგორც წესი სტრესს გამოხატავს, სპეციალისტი კი ან ასვენებს ცოტა ხნით, ან ეფერება. როგორც სიტუაცია მოითხოვს.
მეორე – გახშირებული სუნთქვის ტიპი. სტრესული პანტინგის დროს პირი ფართოდ აქვს ღია, ენა გამოყოფილია და სუნთქვა ზედაპირული. თუ რაიმე სტკივა, რაც იშვიათია, თვალები აქვს გაფართოებული და უფრო ღრმადაც სუნთქავს. თუ გადახურდა, ენა უხდება ძალიან ნერწყვიანი და ნესტოები უფართოვდება.
მესამე – დიდი პაუზები სუნთვის დროს. ასეთ დროს იმდენად დაძაბულია, რომ ინსტინქტები აიძულებენ თავს ამ გზით უშველოს.
მეოთხე – სუნთქვის ხმა. თუ სისინს და ზუზუნს ურევს ცუგა, სასწრაფოდ უნდა შეასვენოს გრუმერმა და დაამშვიდოს. შეიძლება მცირე კოლაფსიც კი მიიღოს ძაღლმა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სად მიგყავთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი გრუმინგზე, საბედნიეროდ GROOM.GE – ში ამის პრობლემა არ დგას.