Skip to content
pexels-photo-4217018

როგორ მივაჩვიოთ ლეკვი გარეთ მოსაქმებას

ლეკვთან თანაცხოვრება განსაკუთრებულ მოთმინებას, თანმიმდევრულობას და ერთგულებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ გამონაკლისი შემთხვევები ლეკვის აღზრდის პროცესის თანმდევია, გთავაზობთ მარტივ გეგმას, რომლის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, შედეგი რამდენიმე კვირაში გარანტირებულია. თუკი თქვენი ლეკვი ეზოში ცხოვრობს, შეწვიტეთ კითხვა – ეს სტატია მათთვისაა, ვინც ბინაში გეგმავს ლეკვთან წარმატებულ თანაცხოვრებას.

დააწესეთ რუტინა

ლეკვები ბავშვებივით არიან. მათთვის აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული დრო ჭამის, თამაშისა და სეირნობისთვის. იხელმძღვანელეთ ზოგადი წესით – რამდენი თვისაცაა ძაღლი, იმდენი საათით შეუძლია მოთმენა – მაგალითად, ორი თვის ლეკვს შეუძლია ორი საათით შეიკავოს თავი მოსაქმებისგან. შესაბამისად, გასეირნებებს შორის შუალედი არ უნდა აჭარბებდეს ამ დროს. გაიყვანეთ ლეკვი გარეთ გაღვიძებისთანავე, მალევე ჭამისა და თამაშის შემდეგ. შეარჩიეთ ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც გაასეირნებთ, რომელიც მისთვის მოსაქმებასთან იქნება ასოცირებული. აუცილებლად შეაქეთ და დააჯილდოვეთ ლეკვი სახლში დაბრუნებამდე.

იმისათვის, რომ ამ გეგმამ იმუშაოს, აუცილებელია რეგულარული კვების რუტინა. აჭამეთ ლეკვს ერთსა და იმავე დროს და დაიცავით მისთვის განკუთვნილი პორციები.

დააკვირდით ქცევას

ზოგიერთი ქცევა ძალიან ცალსახად მიგანიშნებთ, რომ ლეკვის გასეირნების დროა – მაგალითად, ყეფა, კარზე ფხაჭუნი ან ერთ ადგილას მოუსვენრად წრიალი. ამ ნიშნების შემჩნევისას, აუცილებლად დაუყოვნებლივ გაიყვანეთ გარეთ.

შეცდომები ხდება

ნუ გექნებათ ილუზია, რომ ლეკვი პირველივე დღიდან გარეთ მოისაქმებს. თუკი მას სახლში „წაასწრებთ“, შეაწყვეტინეთ პროცესი და გაიყვანეთ დაუყოვნებლივ გარეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ შეაქოთ საქმის გარეთ დასრულებისთვის. არ დასაჯოთ ლეკვი, თუკი არ დაელოდება გარეთ გაყვანას – ეს პროცესი მისთვის შიშთან არ უნდა ასოცირდებოდეს. უბრალოდ, საფუძვლიანად მოწმინდეთ ის ადგილი, რათა გააქროთ სუნი, რაც აპროვოცირებს ლეკვის მოქმედებას.

თუკი სახლიდან დიდი ხნით წასვლა გიწევთ

თუკი სახლის გარეთ 5 ან მეტ საათს ატარებთ, ლეკვის აყვანამდე ორჯერ დაფიქრდით. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, ზრდასრული ძაღლი „იშვილოთ“, რომელსაც მეტი ხნით შეუძლია თავის შეკავება. თუკი ლეკვი უკვე გყავთ და სახლიდან დიდი ხნით გიწევთ გასვლა, შეუთანხმდით მეზობელს, ან ძაღლების გამსეირნებელს, რომ გაიყვანონ გარეთ კონკრეტულ დროს.

გააზიარე
Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on print
Share on email
ძაღლის-დავარცხნა
ბლოგი

5 მიზეზი ძაღლის რეგულარულად ვარცხნისთვის

ხშირი ვარცხნა თქვენს ძაღლს ეხმარება უფრო ბედნიერად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს. თუმცა, თანამედროვე ცხოვრება ძალიან დატვირთულია და ხშირად გვიჭირს გამოვნახოთ დრო ძაღლის დასავარცხნად. მას შემდეგ, რაც

სრულად
ბლოგი

5 ყველაზე აგრესიული ძაღლის ჯიში

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები უპირობოდ ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან, კინოლოგები მსოფლიოს მასშტაბით თანხმდებიან, რომ არსებობს გარკვეული ჯიშები, რომლებიც უფრო ხშირად უქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს. სანამ სტატიის

სრულად
ბლოგი

რა უნდა ვიცოდეთ ტკიპების შესახებ

პიროპლაზმოზი – ეს სიტყვა ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ. ეს ერთ-ერთი დაავადებაა იმ მრავალ ინფექციას შორის, რომელიც ცხოველებში ტკიპებს გადააქვთ. პარაზიტების პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება. ამიტომ,

სრულად