Skip to content
ძაღლი ეზოში

ძაღლი ეზოში – სასარგებლო რჩევები

თუკი აპირებთ, რომ თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა ეზოში დაიდოს ბინა, არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

თუკი აპირებთ, რომ თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა ეზოში დაიდოს ბინა, არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ყველა ჯიშის ძაღლი ვერ ეგუება გარე საცხოვრებელს, განსაკუთრებით ცივ ამინდში. ეზოში საცხოვრებლად საუკეთესო ჯიშებია ლაბრადორ რეტრივერი, გერმანული, ავსტრალიური და კავკასიური ნაგაზები, ციმბირული ჰასკი, მალამუტი და სხვა გრძელბეწვიანი ძაღლები, რომლებიც კლიმატის მკაცრ პირობებს მარტივად ეგუებიან.

იმისათვის, რომ ძაღლმა ეზოში თავი კომფორტულად იგრძნოს, აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

მწერები – საყურადღებოა განსაკუთრებით მაშინ, როცა ახლოს ტბა ან დაჭაობებული ადგილებია. კოღოებს არა მხოლოდ დისკომფორტის, არამედ დაავადებების გამოწვევაც შეუძლიათ. ამიტომ, სასურველია გაიაროთ ვეტერინართან კონსულტაცია და ანტიპარაზიტული საშუალებები შეარჩიოთ.

მოწამვლის საშიშროება – მდგარი წყალი არა მხოლოდ მწერების კუთხით არის საყურადღებო. მდგარ წყალში გავრცელებულმა მიკრობებმა შესაძლოა თქვენს ძაღლს სერიოზული გასტროენტეროლოგიური პრობლემები შეუქმნას.

მცენარეები – ზოგიერთი მცენარე ძაღლებისთვის მავნეა. ამიტომ, კარგად გაეცანით გარემოს, სადაც თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა უნდა იცხოვროს. გარდა ამისა, ზოგიერთი მცენარე ეკრობა ძაღლის ბეწვს, ან თათებში ერჭობა და დისკომფორტს უქმნის.

კლიმატი – ამინდი ყოველთვის იდეალური არ არის. დარწმუნდით, რომ წვიმისა და თოვლის შემთხვევაში, ძაღლის სახლი არ სველდება შიგნიდან. ძალიან ცივ ამინდში ნუ დატოვებთ გარეთ, ან ჩააცვით შესაბამისი ტანსაცმელი. ხოლო უკიდურეს სიცხეში კი დარწმუნდით, რომ მისთვის საკმარისი წყალი არის ხელმისაწვდომი.

ღობე – ზოგიერთი ძაღლი ნამდვილი გაქცევის ოსტატია! ამიტომ, აუცილებელია შემოღობოთ ტერიტორია ისე, რომ მან გაქცევა ვერ მოახერხოს. მიუხედავად ამისა, სასურველია „ჩიპის“ გამოყენება, რაც დაკარგვის შემთხვევაში დაგეხმარებათ ძაღლის ადგილსამყოფელის დადგენაში.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა აუცილებელია გეგმიური აცრების ჩატარება და რეგულარული გრუმინგი, რადგან ეზოში მცხოვრები ძაღლები გაცილებით დიდ დროს ატარებენ მტვრიან გარემოში. ეს კი, მათი ბეწვისა და კანის ცხიმის საფარზე უარყოფითად აისახება. ასევე, ნუ დააბავთ ძაღლს მთელი დღით, მიეცით მას თავისუფლად მოძრაობის საშუალება. სასურველია, გარეთ ყოფნის მიუხედავად, ხშირად გაასეირნოთ და ანახოთ ახალი ადგილები!

გააზიარე
Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on print
Share on email
ძაღლი_ჭამს
ბლოგი

შეიძლება თუ არა ადამიანის საკვები ძაღლისთვის?

ცხოველების მოყვარულების უმრავლესობა ძალიან გულუხვი ადამიანია. გარდა სახლისა და გულისა, ხშირად ისინი ოთხფეხა მეგობრებს საკვებსაც უზიარებენ, თუმცა, არც კი იციან, რომ ამით ძაღლების ჯანმრთელობას შესაძლოა

სრულად
ბავშვი და ძაღლი
ბლოგი

კიდევ ერთი მიზეზი ლეკვის მოსაყვანად – შინაურ ცხოველთან თანაცხოვრება ბავშვისთვის სასარგებლოა!

ახალბედა მშობლების უმრავლესობას, რომლებმაც ბავშვთან ერთად ძაღლის ან კატის გაზრდაც გადაწყვიტეს, ამისთვის ძირითადად ემოციური მიზეზები ჰქონდათ – ხშირ შემთხვევაში, ისინი თვითონ იზრდებოდნენ ძაღლებთან ან კატებთან

სრულად
ბლოგი

როგორ მივაჩვიოთ ლეკვი გარეთ მოსაქმებას

ლეკვთან თანაცხოვრება განსაკუთრებულ მოთმინებას, თანმიმდევრულობას და ერთგულებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ გამონაკლისი შემთხვევები ლეკვის აღზრდის პროცესის თანმდევია, გთავაზობთ მარტივ გეგმას, რომლის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, შედეგი

სრულად