fbpx

რა სიხშირით უნდა დაბანოთ ძაღლი

მოსაზრებამ, რომ ძაღლის ხშირი დაბანა არ შეიძლება – გარდა იმისა რომ მცდარია, შესაძლოა სერიოზული საფრთხის წინაშეც კი დააყენოს თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობა. ეს მითი მოდის იმ დროიდან, როდესაც სპეციალური ჰიგიენური საშუალებები, მათ შორის შამპუნიც, არ იყო ადვილად ხელმისაწვდომი და შინაურ ცხოველებს ხშირად ჩვეულებრივი, ე.წ სარეცხის საპნით ბანდნენ. ამ საშუალებით კი ძაღლის დაბანა ხშირად კი არა, საერთოდ არ შეიძლება.

დღეს, როდესაც ცნობიერება მეტ-ნაკლებად ამაღლდა ამ საკითხის მიმართ, და არც სპეციალური ჰიგიენური საშუალებები წარმოადგენს ფუფუნების საგანს, გთავაზობთ ჯიშების მიხედვით, რეკომენდირებულ შუალედებს გრუმინგის პროცედურებს შორის.

ავსტრალიური ნაგაზი 4-5 კვირა
აკიტა 8-10 კვირა
ალიასკური მალამუტი 8-10 კვირა
ამერიკული ესკიმოსი 6-10 კვირა
კოკერ სპანიელი 4-6 კვირა
ამერიკული წყლის სპანიელი 4-6 კვირა
ბასეტი 4 კვირა
ბერძნული მთის ძაღლი 4-6 კვირა
ბიგლი 6-8 კვირა
ბიშონ ფრიზე 4-5 კვირა
ბორდერ კოლი 6-8 კვირა
ბრიუსელის გრიფონი (ნაზი ბეწვით) 4-8 კვირა
ბრიუსელის გრიფონი (უხეშბეწვიანი) 4-6 კვირა
ბულდოგი (ფრანგული და ინგლისური) 4-6 კვირა
გერმანული ნაგაზი 4-6 კვირა
გოლდენ რეტრივერი 4-6 კვირა
გოლდენდუდლი 4-6 კვირა
გორდონი 4-8 კვირა
დიდი პირენე 8-12 კვირა
დოგი 6-8 კვირა
ერდელტერიერი 6-8 კვირა
ინგლისური სეტერი 8-10 კვირა
იორკშირი ტერიერი 4-6 კვირა
კანე კორსო 4-6 კვირა
კერნ ტერიერი 6-8 კვირა
კინგ ჩარლზ სპანიელი 4-8 კვირა
კოლი 6-8 კვირა
ლაბრადორი 4-6 კვირა
ლაბრადუდლი 4-6 კვირა
ლასა აპსო 4-6 კვირა
მალტეზი 4-6 კვირა
მალტიპუ 4-6 კვირა
მასტიფი 6-8 კვირა
მოფსი 4-6 კვირა
ნორვიჩ ტერიერი 6-8 კვირა
პაგლი 4-6 კვირა
პეკინესი 4-6 კვირა
პომერანული შპიცი 4-6 კვირა
პუდელი (ნებისმიერი ზომის) 4-6 კვირა
რბილბეწვიანი ტერიერი 4-6 კვირა
როტვეილერი 4-6 კვირა
სამოედი 4-6 კვირა
ტაქსა 6-8 კვირა
ტიბეტური ტერიერი 4-6 კვირა
უელსის ტერიერი 6-8 კვირა
უესტ აილანდ ტერიერი 6-8 კვირა
ფოქსტერიერი (უხეშბეწვიანი) 4-6 კვირა
ფოქსტერიერი (ნაზბეწვიანი) 4-8 კვირა
ში ცუ 4-6 კვირა
შიბა ინუ 4-6 კვირა
შნაუცერი (ნებისმიერი ზომის) 6-8 კვირა
შოტლანდიური მეცხვარე 6-8 კვირა
შოტრანდიური ტერიერი 6-8 კვირა
ჩიხუახუა 6-8 კვირა
ძველი ინგლისური ნაგაზი 4-6 კვირა
წვერიანი კოლი 4-5 კვირა
ჰავანის ბიშონი 4-5 კვირა
პოინტერი 6-8 კვირა
კურცხაარი 6-8 კვირა
ჯეკ რასელ ტერიერი 4-6 კვირა
ჰასკი 4-6 კვირა

ნებისმიერი პუდელის ტიპის მეტისისთვის აუცილებელია 4-6 კვირაში ერთხელ გრუმინგი.

გახსოვდეთ, რომ Groom.ge-ში ყოველი შემდეგი დროული ვიზიტისას თქვენ მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას სრულ გრუმინგზე

ასე რომ, გელით ჩვენთან თქვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად!

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა