fbpx

5 მიზეზი ძაღლის რეგულარულად ვარცხნისთვის

ძაღლის-დავარცხნა

ხშირი ვარცხნა თქვენს ძაღლს ეხმარება უფრო ბედნიერად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს. თუმცა, თანამედროვე ცხოვრება ძალიან დატვირთულია და ხშირად გვიჭირს გამოვნახოთ დრო ძაღლის დასავარცხნად. მას შემდეგ, რაც გააცნობიერებთ ამ პროცესის მნიშვნელობას და სარგებლობას თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ დღეში რამდენიმე წუთი დაუთმოთ მას.

#1 – კანის ცხიმის თანაბარი განაწილება

ძაღლის ბეწვის საფარი ბუნებრივ ზეთებს შეიცავს. რადგან ისინი კატებისგან განსხვავებით, თვითლოკვით არ არიან დაკავებულნი, საჭიროა ვარცხნით დავეხმაროთ მათ ამ ზეთის თანაბრად განაწილებაში. ეს გამოიწვევს ბეწვის ბზინვარებას და ცხიმგროვების წარმოქმნას აარიდებს მათ.

#2 – ჩახვევების თავიდან აცილება

თუკი ერთხელ მაინც აგბურდვიათ თმა, ალბათ კარგად გახსოვთ ტკივილი ვარცხნისას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენს მთელს სხეულზე ხდება. გარდა იმისა, რომ ეს საშინლად უსიამოვნოა, ჩახვევები კანის ინფექციის გავრცელების წყაროა და შესაძლოა სხეულის გადახურებაც გამოიწვიოს.

#3 – პრობლემების დროული აღმოჩენა

ძაღლის რეგულარული დავარცხნა გეხმარებათ გაიგოთ, როგორ გამოიყურება თქვენი ძაღლის კანი. ჩვეულებრივ, შესაძლოა გამონაყარი ან ტკიპები ვერ შენიშნოთ, ვარცხნისას კი არ გამოგეპარებათ მსგავსი პრობლემები, რომელთა დროულმა აღმოჩენამაც შეიძლება თქვენი ძაღლის სიცოცხლე იხსნას.

#4 – ნაკლები ბეწვი სახლში

რაც უფრო ხანგრძლივად დავარცხნით თქვენს ძაღლს, ნაკლები ბეწვი იფრენს თქვენს სახლში, ავეჯსა და ტანსაცმელზე. ეს დალაგების დროს დაგიზოგავთ, სანაცვლოდ კი თქვენი ძაღლი უფრო კომფორტულად იქნება.

#5 – ერთად გატარებული დრო

თუ თქვენს ძაღლს ვარცხნის პროცესი სიამოვნებს, ეს დრო შეგიძლიათ საუკეთესოდ გამოიყენოთ ერთად ყოფნისთვის. თუ ამას რუტინად აქცევთ, თქვენ რთული დღის შემდეგ სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ, თქვენს ძაღლს კი დაამშვიდებს და გაახარებს თქვენი ყურადღება.

 

წყარო iheartdogs

კალათა
აკრიფეთ საძიებო სიტყვა