რატომ ჭამენ ძაღლები ბალახს?

ამ კითხვას თუ ვეტერინარს დაუსვამთ, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ დღეში რამდენჯერმე ეკითხებიან იმავეს, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ძაღლი ჭამს ბალახს. არასაკვები პროდუქტების ჭამის მოთხოვნილების მიზეზი ხშირად მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტია. დაბალანსებულ დიეტაზე მყოფი ძაღლები არ უნდა უჩიოდნენ საჭირო ნივთიერებების დეფიციტს, თუმცა მაინც ჭამენ ბალახს…

თუკი ბალახის ჭამას განვიხილავთ, როგორც ფიზიკურ მოთხოვნილებას, ხშირად მოვისმენთ ვარაუდს, რომ ძაღლი ამ მეთოდით თვითმკურნალობს. თუმცა, სინამდვილეში, ძაღლების მხოლოდ 10% ავლენს დაავადების ნიშნებს ბალახის ჭამამდე.

ბალახი ბოჭკოს კარგი წყაროა, რაც რეალურად ეხმარება ძაღლებს საკვების მონელებაში. თუმცა ეს ფსიქოლოგიური მოთხოვნილების შედეგიც შეიძლება იყოს. ძაღლების უმეტესობა მთელი დღე ელოდება პატრონის შინ დაბრუნებას, აკლია ურთიერთობები და ყურადღების მისაქცევად ხშირად განგებ იქცევა არასათანადოდ. გარდა ამისა, შფოთვისას, მაგალითად, როგორც ადამიანები იკვნეტენ ფრჩხილებს, ასევე შეიძლება ძაღლმა გამკლავების მექანიზმად ბალახის ჭამა აირჩიოს.

თუკი ბალახის ჭამას, როგორც ინსტინქტს, ისე განვიხილავთ, თქვენი ძაღლის მტაცებელი წინაპრებისთვის მცენარეული საკვები აბალანსებდა მათ დიეტას. შესაძლოა ბალახის ჭამის აკრძალვამ ხელი შეუშალოს მათ ბუნებრივ ინსტინქტებს. გარდა ამისა, შესაძლოა მათ უბრალოდ ბალახის გემოც კი მოსწონდეთ. თუკი პარაზიტების პრევენციისთვის ყველა საჭირო ზომას მიმართავთ, ამაში სანერვიულო არაფერია.

ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ბალახის ჭამა არ არის საზიანო. მიუხედავად ამისა, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ მცენარეები, რომელსაც თქვენი ოთხფეხა მეგობარი მიირთმევს, არ არის დამუშავებული ტოქსიკური ჰერბიციდებითა და პესტიციდებით.

წყარო: American Kennel Club

კალათა