სერვისები

ზოომაღაზიათა ქსელი "მაქსი"

Groom.ge წარმოგიდგენთ ზოომაღაზიათა ქსელს "მაქსი". გარდა გრუმინგისა ჩვენი შინაური ცხოველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე სხვა მხრივაც ვიზრუნებთ – მაქსი იქნება ის ადგილი რომელიც მათთვის აუცილებელ ყველა პროდუქტს შემოგთავზებთ.

პირველი სიახლე გახლავთ კუდო – ცივი პრესის ტექნოლოგიით დამზადებული ძაღლის საკვები

შეჭრა / ვარცხნილობა

ძაღლისა და კატის სრული გრუმინგი – შეჭრა და ვარცხნილობის მოწესრიგება ჯიშის მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საგამოფენო ვარცხნილობა და ჰიგიენური გრუმინგი (ჰიგიენური ზონების ამოპარსვა). ყურებისა და ბრჭყალების მოწესრიგება.

დაბანა / გამოვარცხნა / გაშრობა

ყველა ჯიშის ძაღლისა და კატის დაბანა ჯიშის შესაბამისი პრემიუმ კლასის შამპუნით, გამოვარცხნა და გაშრობა ცხოველებისათვის განკუთვნილი სპეციალური ფენით, რომელიც არ აზიანებს კანს და არ აფუჭებს ბეწვის ხარისხს.

გრუმინგის სკოლა

დაეუფლეთ გრუმერის პროფესიას დასაქმების გარანტიით. სხვადასხვა ჯიშის ძაღლებისა და კატების გრუმინგის სწავლა საქართველოში საუკეთესო და უმდიდრესი გამოცდილების მქონე გრუმერებისაგან.

პარაზიტებზე დამუშავება​

ძაღლებისა და კატების დამუშავება რწყილებისა და ტკიპების საწინააღმდეგო, როგორც მყისიერი, ასევე გრძელვადიანი მოქმედების უსაფრთხო პრეპარატებით.​

გახსენი შენი ფილიალი

Groom.ge-ს ფრანჩაიზინგი გეძლევთ შანსს წამოიწყოთ გრუმინგის და ცხოველთა კვების ბიზნესი მინიმალური სასტარტო დანახარჯებით.

რას გვაძლევს ფრანჩაიზი?

  • სახელისა და ლოგოს გამოყენების უფლება
  • არსებულ ფეისბუქ გვერდზე, ვებსაიტზე და გაყიდვების სისტემაში ინტეგრაცია
  • შამპუნით და სახარჯი მასალებით მომარაგება შეღავათიან ფასში
  • ცხოველთა კვების ცნობილი ბრენდების მაღალ მარჟიანი პროდუქტებით, საკვები დანამატებით, ვიტამინებით და პრეპარატებით  მომარაგება
  • რეალიზებული პროდუქციის საფასურის გადახდის მოქნილი პირობები
  • პერსონალის მუდმივი ტრეინინგი
  • ბიზნესის წარმოების და სამუშაო პროცესის  სრული ინსტრუქცია
  • ერთიანი სარეკლამო და PR კამპანია

რა მოითხოვება სანაცვლოდ?

  • ბრენდული ინტერიერის მოწყობა არსებული გაიდლაინის მიხედვით
  • ფრანჩაიზის გადასახადი
  • მომსახურების მაღალ ხარისხი

რა გჭირდებათ?

  • კომერციული ფართი მინიმუმ 60-70 კვადრატული მეტრი  წინასწარ შეთანხმებულ ადგილას (ნაქირავები ან საკუთრებაში)
  • ფართის მოწყობა და ინვენტარის შეძენა

რა საწყისი კაპიტალია საჭირო?

  • 30 000 დან 50.000 ლარამდე

ფრანჩაიზის ადგილები შეზღუდულია ლოკაციების მიხედვით.

 რატომ Groom.ge?

მიდგომა

ჩვენ გრუმინგისას არ ვიყენებთ მოსადუნებელ საშუალებებს და ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრის გრუმინგის პროცესმა უკონფლიქტოდ და მისთვის სასიამოვნოდ ჩაიაროს

გამოცდილება

5 წლიანი გამოცდილება ფეთ-გრუმინგში, 4 ფილიალი და პროფესიონალი გრუმერები თქვენი ოთხფეხა მეგობრების სილამაზისა და ბეწვის მოვლის სამსახურში

ხარისხი

ვიყენებთ მხოლოდ ევროპულ პრემიუმ კლასის შამპუნს და კოსმეტიკურ საშუალებებს თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯიშისა და ბეწვის ხარისხის შესაბამისად

Play Video

კონტაქტი

თბილისი

ვაკე – ნიკოლოზ  ბერძენიშვილის 6 – რუკაზე
10:00 - 19:00

ვაკე – კორნელი კეკელიძის 14 – რუკაზე
10:00 - 19:00

საბურთალო – ონიაშვილის 31 – რუკაზე
10:00 - 23:00

დიდი დიღომი – პეტრე იბერის 4 – რუკაზე
10:00 - 19:00

გლდანი – ილია ვეკუას 81 – რუკაზე10:00 - 19:00

 

#StandWithUkraine