თუკი ოჯახის ოთხფეხა წევრი გყავთ, ან ახლა გეგმავთ მის შეძენას, ეს სტატია თქვენთვისაა. განვმარტავთ ძაღლების რამდენიმე ქცევას, მათ მნიშვნელობას და მითებს ამა თუ იმ ჟესტის შესახებ. თუ გამოგრჩათ, მითები და რეალობა ძაღლების შესახებ – ნაწილი 1 ჩვენს ბლოგზე კვლავ შეგიძლიათ ნახოთ.
ფაქტები:
თათების დაწყობა – ფაქტია, რომ ასე ჩვენი ოთხფეხა მეგობრები სიყვარულს გამოხატავენ. ამ დროს ნუ გაუბრაზდებით „უსაქცელობისთვის“, უმჯობესია თათების ჰიგიენაზე რეგულარულად იზრუნოთ.
თვალებში ყურება მოსაქმებისას – ეს „უცნაურობა“ მხოლოდ თქვენს ძაღლს არ ახასიათებს. ასე ისინი თქვენ მიმართ ნდობას გამოხატავენ და განიშნებენ, რომ იზრუნოთ მის უსაფრთხოებაზე, სანამ თავად „დაკავებულები“ არიან.
კართან ლოდინი თქვენს სახლში დაბრუნებამდე – თქვენმა ძაღლმა ნამდვილად იცის თქვენი რუტინა. თუ რეგულარული განრიგი გაქვთ, თქვენს ძაღლს შეუძლია განსაზღვროს, როდის დაბრუნდებით, სახლში დარჩენილი თქვენი სურნელის მიხედვით.
ეჭვიანობა – თქვენი ოთხფეხა მეგობრები ნამდვილად განიცდიან, თუკი თქვენ სხვა ძაღლს მოეფერებით და მეტ ყურადღებას დაუთმობთ.
ახლა კი მითებზე გადავიდეთ:
ადამიანის 1 წელი = ძაღლის 7 წელს – მითია! ძაღლის ცხოვრების პირველი წელი ჩვეულებრივ 12-დან 15-მდე ადამიანის წელს უდრის, მეორე + 9-10 წელს, ყოველი შემდეგი კი, როგორც წესი, დაახლოებით 4-5 წელს. ეს დამოკიდებულია ძაღლის წონაზე, ჯიშსა და სხვა მახაზიათებლებზე.
ძაღლები ჭამენ ბალახს, როდესაც ავად არიან – მითია! ამის უამრავი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ბალახის ჭამის მოთხოვნილების მიზეზებს ვრცლად ჩვენს ბლოგზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
ასევე მითია, რომ ძაღლის პირი უფრო სუფთაა ვიდრე ადამიანის. ამ მითის გავრცელებას საფუძვლად ძაღლების მიერ ჭრილობის აკლოკვა უდევს, რის შემდეგაც მათი იარები უფრო სწრაფად ხორცდება. თუმცა, ამის მიზეზი სისხლის ნაკადის სიჩქარეა და პირის ღრუს სისუფთავესთან კავშირი არ აქვს.